Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები
  • საქართველო

განხილვის ვადა ერთი თვეა – მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სარჩელზე

admin 21/11/2024
_AJARATIMES.GE

 

არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელების განხილვის ვადა ერთი თვეა, ამის შესახებ ჟურნალისტებს მერაბ ტურავამ განუცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ ორი სარჩელი კანცელარიაში ერთდროულად დარეგისტრირდა, შესაბამისად მას მოსამართლეები გაერთიანებულად განიხილავენ.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსულია ორი სარჩელი. მოგეხსენებათ, ერთი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, მეორე საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის ავტორობით. ერთი სარჩელი, იცით, რომ უკვე დარეგისტრირებულია და გამოქვეყნებულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე კანონით განსაზღვრულ ვადებში. რაც შეეხება მეორე სარჩელს, მეორე სარჩელი იყო ფოსტით გამოგზავნილი, შემოვიდა გუშინ, საორგანიზაციო დეპარტამენტი ამოწმებს მის ტექნიკურ მხარეს და ვფიქრობ, რომ დღის განმავლობაში დაადგენს, ხარვეზი ხომ არ აქვს რამე ამ სარჩელს, შემდგომ კი ამ სარჩელსაც დაარეგისტრირებს.

რაც შეეხება გაერთიანებას, რა თქმა უნდა, ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვევა და აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა. ჯერ რა თქმა უნდა, გაერთიანებული არ არის, იმდენად, რამდენადაც მეორე სარჩელი რეგისტრაციის შემოწმების ეტაპზეა. რეგისტრაციის მხრივ, პირველი სარჩელი სამი დღის ვადაში დარეგისტრირდა ყოველგვარი დარღვევის გარეშე. სამშაბათს შემოვიდა, უკვე გუშინ დარეგისტრირებული იყო.

რაც შეეხება მეორე სარჩელს, შემოვიდა გუშინ ფოსტით და ამოწმებს საორგანიზაციო დეპარტამენტი. რაც შეეხება ვადებს, ორივე სარჩელი დარეგისტრირების შემდეგ ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს, რომელიც არის პირველი. თქვენ იცით, განმწესრიგებელი სხდომის ფორმატით, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ზეპირი მოსმენით, მხარეთა მონაწილეობით, ასევე მხარეთა მონაწილეობის გარეშე.

„რაც შეეხება ვადებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიცი, თქვენ ინფორმირებული ხართ, დღეს ვიკრიბებით დღის მეორე ნახევარში და თუ როგორი იქნება ჩვენი, ასევე დროით, ამ სარჩელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ამაზეც დღეს შევთანხმდებით. მაქსიმალური ვადა არის ერთი თვე – ერთი თვის განმავლობაში ყველაფერი დამთავრებული უნდა იყოს. ერთი დღიდან ერთ თვემდე, როდესაც ორივე სარჩელი დარეგისტრირდება, უკვე იმ მომენტიდან იწყება ორივე სარჩელზე მუშაობა, შესაბამისად, როდესაც მზად იქნება პირველი ეტაპი, იმ დროს უკვე ის აქტი, რომელიც იქნება სასამართლოს მიერ მომზადებული, გამოქვეყნდება. აქ არავითარი დაჩქარებული წესის საჭიროება არ არის, რადგან ეს საკითხი ისედაც კანონმდებლობიდან გამომდინარე არის დაჩქარებული“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრს ბრალდება წარუდგინეს
Next: საქართველოს უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკა – ძველი წიგნების ახალი სიცოცხლე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

admin 24/10/2025
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

admin 23/10/2025
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 22/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„რ/კ ბათუმმა“ „არმიას“ სძლია ragbi_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„რ/კ ბათუმმა“ „არმიას“ სძლია

25/10/2025
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი თურქი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი თურქი მოქალაქე დააკავეს

25/10/2025
ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს policia da saswrafo_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

24/10/2025
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

24/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

23/10/2025
ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი

23/10/2025
„რ/კ ბათუმმა“ „არმიას“ სძლია ragbi_AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„რ/კ ბათუმმა“ „არმიას“ სძლია

25/10/2025
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი თურქი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი თურქი მოქალაქე დააკავეს

25/10/2025
ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს policia da saswrafo_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

24/10/2025
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

24/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

23/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.