Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ბათუმი

დაკავება ნარკოდანაშაულის ბრალდებით – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაცია ბათუმში

admin Posted on 2 წელი ago
dakaveba_ajaratimes.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ჩინეთისა და გერმანიის ორი მოქალაქე, ასევე, რუსეთისა და უკრაინის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია 1995 წელს დაბადებული პ.კ.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1994 წელს დაბადებული ხ.ვ., 1971 წელს დაბადებულ ი.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ბ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოდანაშაულებრივ სქემაში იყვნენ ჩართული. მათ შორის ერთ-ერთი, 1995 წელს დაბადებული პ.კ. საქართველოში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აეროპორტში მისი პირადი ჩხრეკა განხორციელდა.

სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „მეთადონი“ და ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინის“ შემცველი ნივთიერებები.

ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია თანხა, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ქობულეთში, ქალი ყოფილ ქმარს ძალადობასა და შევიწროვებაში ამხელს
Next: რა დარღვევები დააფიქსირა სახელმწიფო აუდიტმა ხელვაჩაურის მერიაში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

admin Posted on 2 დღის ago
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

admin Posted on 3 დღის ago
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბინა, რომელშიც სპეცოპერაცია მიმდინარეობს რესან კონცელიძის ძმისშვილს ეკუთვნის

სულხან მესხიძე Posted on 3 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 13 საათის ago
რ/კ „ბათუმმა“ „არმიას“ აჯობა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

რ/კ „ბათუმმა“ „არმიას“ აჯობა

Posted on 1 დღის ago
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

Posted on 2 დღის ago
ამინდის გაუარესების გამო ეროვნული ლიგის მატჩები გადაიდო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ამინდის გაუარესების გამო ეროვნული ლიგის მატჩები გადაიდო

Posted on 2 დღის ago
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება nadiroba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება

Posted on 3 დღის ago
ბათუმში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

Posted on 3 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 13 საათის ago
რ/კ „ბათუმმა“ „არმიას“ აჯობა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

რ/კ „ბათუმმა“ „არმიას“ აჯობა

Posted on 1 დღის ago
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 3
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

Posted on 2 დღის ago
ამინდის გაუარესების გამო ეროვნული ლიგის მატჩები გადაიდო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

ამინდის გაუარესების გამო ეროვნული ლიგის მატჩები გადაიდო

Posted on 2 დღის ago
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება nadiroba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება

Posted on 3 დღის ago

სიახლეების კალენდარი

მარტი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  
« თებ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.