Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

დასანანია, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის არ არის, რომლებიც ევროკავშირის გზაზე წინ მიდიან – ელჩი

აჭარა თაიმსი ივლისი 11, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში ევროპის დღე მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა. ღონისძიებას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მასპინძლობდა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერაქციული სტენდები, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები, პარტნიორი ორგანიზაციები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა აქტივობაში, ვიქტორინებში, „ცოდნის ბორბალში“, ფოტოგრაფიის მასტერკლასში, ვირტუალურ მოგზაურობასა და „მწვანე კუთხის“ პროგრამაში.

ევროპის დღის ფარგლებში გაიმართა ცოცხალი მუსიკალური შესრულებები, საბავშვო თეატრის წარმოდგენები, ადგილობრივი მოსწავლეების კონცერტი, live პოდკასტი და გასტრონომიული სივრცე, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების კულინარიული კულტურა იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი პარტნიორობის წარმოჩენა და ევროპული ღირებულებების, მრავალფეროვნების, თანამშრომლობისა და საერთო წესების მნიშვნელობის ხაზგასმა იყო. ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობა 30 წელზე მეტს ითვლის.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ევროპის ძალა მრავალფეროვნებასა და საერთო წესებზე შეთანხმებაშია.

„ევროპის ძალაც არის მრავალფეროვნება და საერთო წესებზე თანხმობა. სწორედ საერთო წესების დაცვას მოაქვს ევროკავშირის წევრებისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება უკვე თითქმის 80 წელია. მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება. მეტიც, ევროკავშირი ფართოვდება. ქვეყნები, რომლებიც საერთო წესებს იზიარებენ, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ და წინ მიდიან. დასანანია, რომ საქართველო მათ შორის არ არის. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ეს დროებითია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია, თუმცა ევროკავშირის გზაზე წინსვლა დემოკრატიულ განვითარებას ეფუძნება.

„30 წელზე მეტია, ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, თქვენ გვერდით, როგორც მტკიცე და საიმედო პარტნიორი. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ უცვლელია. ამავდროულად, უცვლელია ჩვენი წესებიც. ევროკავშირის გზაზე წინსვლა ეფუძნება დემოკრატიულ განვითარებას“, – აღნიშნა ელჩმა.

Post navigation

Previous: ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება
Next: ბათუმში რუსი არტისტის კონცერტი საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმის მერიის აუქციონებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას“ 1,5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მინისტრების მოთხოვნის მიუხედავად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს – ჯუმბერ ბოლქვაძე მუშაობას აგრძელებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 12, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 9, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს

ოქტომბერი 15, 2026
ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიას იწყებს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიას იწყებს

ოქტომბერი 15, 2026
ბათუმის მერიის აუქციონებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას“ 1,5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმის მერიის აუქციონებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას“ 1,5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს

ოქტომბერი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 15, 2026
სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი

ოქტომბერი 15, 2026
ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საპატიმროში თვითდაზიანებები მიიყენა cixe_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოჯახის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა საპატიმროში თვითდაზიანებები მიიყენა

ოქტომბერი 13, 2026
აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

აჭის მოსახლეობა სოფლისთვის ცალკე მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას ითხოვს

ოქტომბერი 15, 2026
ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიას იწყებს _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ოპოზიციის ალიანსი 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიას იწყებს

ოქტომბერი 15, 2026
ბათუმის მერიის აუქციონებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას“ 1,5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს batumi, qalaqi, shenobebi_AJARATIMES.GE (1) 3
  • ბათუმი

ბათუმის მერიის აუქციონებში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებას“ 1,5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს

ოქტომბერი 15, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 15, 2026
სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი sarfis sabajo_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი

ოქტომბერი 15, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.