
„ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული ცესკოს მონაცემების თანახმად, ბათუმში 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემის უფლების მქონე 157 439 პირი იყო რეგისტრირებული. მათგან „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, გიორგი ცინცაძეს, მხარი დაუჭირა 42 876 მოქალაქემ, რაც 27.2%-ს შეადგენს.
ბილიარდში დასრულდა აჭარის ჩემპიონატი კომბინირებულ პირამიდაში. ტურნირის გამარჯვებული და აჭარის 2025 წლის ჩემპიონი გახდა ნუგზარ თებიძე. მეორე ადგილი დაიკავა მანუჩარ მოწყობილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ ლევან კიკალიშვილი და თემურ კახიძე.
აჭარის ჩემპიონატი კომბინირებულ პირამიდაში 3-5 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა საბილიარდო კლუბ „პირამიდაში“. ტურნირის შედეგების საფუძველზე, აჭარის ბილიარდის ფედერაციამ ჩამოაყალიბა აჭარის ნაკრები, რომელიც 9 ოქტომბერს თბილისში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე