Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

დეკანი და სამი სტუდენტი გათავისუფლდნენ, ერთი კი პატიმრობაში დარჩა

სულხან მესხიძე 28/01/2025
xelovnebis uni_AJARATIMES.GE

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი, მამუკა ჯორბენაძე და სამი სტუდენტი – გურამ მიქელაძე, დავით გვიანიძე და გიორგი დავითაძე 5 000 ₾არიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მოპასუხე მხარის შუამდგომლობას, აღმკვეთის სახით პატიმრობიდან გათავისუფლებას პროკურატურა მანამდე დაეთანხმა, ვიდრე მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებდა. მხარეებს შორის “შერიგების წერილი” შედგა, რომელსაც ხუთივე ბრალდებულმა, სასამართლო სხდომამდე ხელი მოაწერა – “აჭარა თაიმსის” ეს ინფორმაცია მამუკა ჯორბენაძემ დაადასტურა. 

ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე კი, პატიმრობაში დარჩა. გადაწყვეტილება მოსამართლემ იმ მოტივით ახსნა, რომ იგი წარსულში ნასამართლევია, რაც ბრალდების მხარის არგუმენტიც იყო. შესაბამისად გამოდის, რომ მოსამართლე ამ ნაწილში კვლავ პროკურატურას დაეთანხმა.

“ემოციურად ძალიან დატვირთული ვარ ამ სიტუაციით, რადგან ჩემი სტუდენტი კვლავ პატიმრობაშია. მე სამართალმცოდნე არ ვარ, თუმცა მორალური თვალსაზრისით, ვთვლი რომ ანრი კაკაბაძეს დიდი მომავალი აქვს, მისგან საფრთხეს არ ველოდები და ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა“ – განაცხადა მამუკა ჯორბენაძემ.

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/1343153836860686

კონტექსტი: პროფესორი, მამუკა ჯორბენაძე გაფიცვის ორგანიზებაში მონაწილეობდა, რის გამოც სტუდენტები და ლექტორები ფიქრობენ, რომ მისი დაკავება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

ინფორმაციისთვის: ინციდენტი სასწავლებლის შენობაში მოხდა. დაწესებულებაში ერთ-ერთი ლექტორის, თეა ცაგურიას ქმარი შეიჭრა და დეკანს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. ირაკლი დევაძე ბათუმის მერიის მაღალჩინოსანია. ფაქტი უნივერსიტეტის სათვალთვალო კამერებმა ასახა, კადრები უკანონოდ თეა ცაგურიას ქმარმა მოიპოვა და სოციალურ ქსელში ატვირთა. კადრები კონტექსტისა და ხმის გარეშე პროპაგანდისტულმა მედიებმა გაავრცელეს.

გარემოება: შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება ინციდენტიდან მესამე დღეს შევიდა, რაც გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. ინციდენტამდე როგორც სტუდენტები ყვებიან მამუკა ჯორბენაძესა და თეა ცაგურიას შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ცაგურია სტუდენტებს ცინიკურად მიმართავდა და გაფიცულებს ნაცებს, ასევე, მოძალადეებს ეძახდა. ამ გარემოებამ კი, ჯორბენაძის გაღიზიანება გამოიწვია.

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ოპოზიციური პარტიები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ
Next: მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა საფრთხეშია – ექიმები აჭარიდან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 27/10/2025
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

admin 27/10/2025
nadiroba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

admin 27/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

27/10/2025
აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა nadiroba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

27/10/2025
“დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო fexburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

“დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო

27/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა batumis porti_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

27/10/2025
აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა nadiroba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

27/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.