Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

დღე II – რუსული კანონის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

აჭარა თაიმსი აგვისტო 30, 2024
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გრძელდება. პლენუმმა მხარეების დამატებითი მოსაზრებები მოისმინა.

რა შეფასებები გაკეთდა სხდომის მიმდინარეობისას – გთავაზობთ მოსაზრებების მცირე ნაწილს:

ანა ნაცვლიშვილი:

ორი დღეა სასამართლოში ვართ, ჩემმა რამდენიმე ყოფილმა კოლეგამ სოციალურ ქსელში საჯაროდ დაწერა, რომ ტოვებს სამოქალაქო ორგანიზაციას. ჩემთვის ამის ნახვა ძალიან მძიმეა. ეს არის ის ზიანი, რომელსაც სამოქალაქო სექტორს ყოველ წუთიერად აყენებთ, როცა ეს კანონი მოქმედებს. დაწერეს, რომ ორგანიზაციები დატოვეს იმიტომ, რომ ორშაბათიდან მათ უცხო ძალის წარმომადგენლები დაერქმევათ. ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ემსახურებიან, არ სურთ, რომ ამ სახელით იარონ ამიტომ, სხვადასხვა ორგანიზაციებს ძალიან კომპეტენტური ორგანიზაციები ტოვებენ. არ ვიცი, მათ ბენეფიციარებს რა ეშველებათ, მათ შორის არასრულწლოვანებს, სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს და ა.შ.

თამარ ტყეშელაშვილი:

განვაახლებ სტატისტიკას, რიცხვები ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავიდა დღევანდელი დღე, 322-მა მოგვმართა, დილით 233 იყო, ახლა არის 322. ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია ვრცელდება თითქოს, კანონს მხოლოდ 1% ემორჩილება. ამ ინფორმაციის გამავრცელებლების საპასუხოდ უნდა ვთქვა, რომ მათივე მათემატიკით, მათივე ლოგიკით, პირიქით, კანონისმიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას აცხადებს 1%-ზე ნაკლები, ამაზე შევწყვიტოთ რიცხვებით მანიპულაცია, შიშებზე და სხვადასხვა თემებზე საუბარი.

დავით დევაძე:

“ვთქვათ, რაში გჭირდებათ რელიგიური აღმსარებლობა, სქესობრივი, ამას რა პრაქტიკული დანიშნულება აქვს? თუ მოგიტანე 20%-ის დამადასტურებელი [მონაცემი], რა საჭიროებაა იმისა, რომ სახელმწიფომ დაიწყოს გამოძიება, პირს რა სქესობრივი ცხოვრება ჰქონდა, მისი პარტნიორი ვინ იყო, რა რელიგიური მრწამსი [აქვს/ჰქონდა] თუ ა.შ” – იკითხა მოსამართლემ.

მინისტრის ბრძანებაში არის ჩანაწერი, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციას არ ვითხოვთ. ეს არის მითითებული, ოღონდ მიზანთან მიმართებით, ხოლო ფინანსები ვინც მიიღო, ფიზიკური პირის ვინაობას ვითხოვთ. ეს არის განსხვავება. კანონში წერია- მიზანი კონკრეტულად აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის საკითხებს. ორგანიზაციის შემოსავლის 20% თუ არის უცხოური დაფინანსება, ამ შემთხვევაში, არეგისტრირებთ და მის შემოსავალსა და ხარჯს ხდით საჯაროს, ეს გასაგებია, მაგრამ გამჭვირვალობის დადგენასთან, თუ დაფინანსების 20%-ის დადგენასთან, რა რელევანტური, რა ლოგიკური კავშირი აქვს ინფორმაციას და შემდეგ მის გასაჯაროებას: სქესობრივი ცხოვრება, ბრალდებული ვიყავი, არ ვიყავი, პოლიტიკური შეხედულება, რელიგიური, ფილოსოფიური ან სხვაგვარი მრწამსი- ამის კავშირი აგვიხსენით.

განსაკუთრებული კატეგორიის მუხლი საჯარო რეესტრს საშუალებას აძლევს, რომ თუ ორგანიზაცია დაინტერესებულია, თავი აარიდოს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციას, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია გადავაზღვიოთ, გამოვითხოვოთ ინფორმაცია და ჩავატაროთ სრულფასოვანი მონიტორინგი. რას გულისხმობს ეს – არ უნდა დაგვხვდეს ბარიერები, როგორიც არის, მაგალითად, ის, რომ ეს არის პერსონალური მონაცემი გარკვეულ კატეგორიებზე, როდესაც მოვითხოვთ საჯარო დაწესებულებიდან, თუნდაც ან კერძო კერძო ორგანიზაციებიდან ან სხვა ფიზიკური პირებისგან ინფორმაციას, ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე. წინასწარ ვერავინ იტყვის საქმის შინაარსის გამიჯვნით, რა ტიპის მონაცემი იქნება საჭირო გამოსათხოვად. ყველა საქმე არის უნიკალური, განსხვავებული და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი. ბუნებრივია, საქმის შინაარსიდან გამომდინარე ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს და მეტწილად დაგვჭირდება პერსონალური და მათ შორის, შესაძლოა, დაგვჭირდეს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გამოთხოვაც, თუ განზრახვაა მოგვატყუონ, თუ განზრახვაა ის, რომ ჩვენ ვერ შევასრულოთ კანონით დადგენილი ვალდებულება. ეს არის ჩემი პასუხი.

მერაბ ტურავა:

ზოგიერთ უცხოელ პროფესორს იმასაც ეუბნებიან, ისეთი კანონი მიიღეს, საქართველოში თუ ჩახვედით, „დაგიჭერენ“, რადგან წარსულში საქართველოსთან თანამშრომლობდითო. რამდენიმემ მომწერა კიდეც, მართლა ასეთი კანონი მიიღეს საქართველოშიო? სხვათა შორის, კონკრეტული ადამიანები ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ჰაერიდან არ მოაქვთ.

ინფორმაციისთვის: რუსულ კანონზე განხივლას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 30 აგვისტოს განაახლებს. აგენტების კანონის ამოქმედების შეჩერების საკითხზე ოთხი სარჩელია დარეგისტრირებული, პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების, ასევე, ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატების. ოთხივე სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო გაერთიანებული წესით განიხილავს.

აქვე დაგაინტერესებთ ⇓

  • რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში – რა შანსებია
  • რუსული კანონის მხარდამჭერი ჩინოვნიკები, რომელთა შვილები ევროპასა და ამერიკაში დაიბადნენ
  • რატომ გაურბიან კერძო სკოლების წარმომადგენლები რუსულ კანონზე საუბარს
  • რუსული კანონის ამოქმედებამდე სულ ცოტა დრო რჩება – რას აპირებს რეგიონული მედია

Post navigation

Previous: განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ბათუმში – ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
Next: ბათუმში, ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

აჭარა თაიმსი ივნისი 12, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 12 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026
სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სროლა ბათუმის ბულვარში – ორი პირი მსუბუქად დაშავდა

ივნისი 12, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ანტისანიტარიული მდგომარეობაა

ივნისი 13, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

ივნისი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 12, 2026
სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

სარფიდან ლაგოდეხამდე – TIR PARK-ების ნაწილი მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს უკავშირდება

ივნისი 12, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“ dakaveba_ajaratimes.ge 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“

ივნისი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.