Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

თებერვალში ყველაზე მეტად თევზეული, პური და პირადი ნივთები გაძვირდა – წლიური ინფლაცია 4.6%

აჭარა თაიმსი მარტი 4, 2026
statistika_AJARATIMES.GE

საქსტატის კვლევის თანახმად, 2026 წლის თებერვალში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 4.6 პროცენტი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ თვიური ინფლაცია მხოლოდ 0.2 პროცენტი იყო, წლიურ ჭრილში ფასების ზრდა განსაკუთრებით სურსათისა და მომსახურების რიგ მიმართულებებში გამოიკვეთა.

ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში – ფასები 9.5 პროცენტით გაიზარდა, რაც მთლიან ინფლაციაში 3.2 პროცენტული პუნქტით აისახა.

კატეგორიების მიხედვით, განსაკუთრებით გაძვირდა:

  • თევზეული – 23.1%;
  • პური და პურპროდუქტები – 13.8%;
  • ხილი და ყურძენი – 13.3%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 10.2%;
  • ხორცი და ხორცპროდუქტები – 9.6%;
  • შაქარი და ტკბილეული – 9.4%;
  • ზეთი და ცხიმი – 7.1%.

სურსათის გაძვირება წლიური ინფლაციის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია.

მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება სხვადასხვა საქონელსა და მომსახურებაში – 9.8%. განსაკუთრებით მაღალია:

  • პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი – 57.8%;
  • დაზღვევა – 8.5%;
  • პირადი ჰიგიენა – 4.5%.

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები 5.9 პროცენტით გაიზარდა. გაძვირდა:

  • სამედიცინო პროდუქცია და აპარატურა – 8.1%;
  • ამბულატორიული მომსახურება – 5.6%;
  • საავადმყოფოების მომსახურება – 1.7%.

ასევე გაიზარდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ფასები – 4.3%. თამბაქო 7.1 პროცენტით გაძვირდა, ალკოჰოლური სასმელები – 1.4 პროცენტით.

თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, განსაკუთრებით გაძვირდა:

  • სატრანსპორტო მომსახურება – 5.5%;
  • პირადი ნივთები – 17.9%;
  • ალკოჰოლური სასმელები – 2.2%.

მიუხედავად იმისა, რომ თვიურად სურსათის ნაწილში გარკვეული შემცირებაც დაფიქსირდა, წლიურ ჭრილში ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა კვლავ მკვეთრად გამოიკვეთა.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურში მოქალაქე პოლიციას ზეწოლასა და იძულებით აღიარების მოთხოვნაში ადანაშაულებს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აჭარა თაიმსი აგვისტო 14, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 13, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

აგვისტო 14, 2026
მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე: მშვიდობიანი პროტესტისთვის თავისუფლების აღკვეთის საფრთხე „მსუსხავ ეფექტს“ ქმნის

აგვისტო 13, 2026
დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს  ilia verdzadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

დაპირებული კორპუსი, გაყიდული ფართები და არდაწყებული მშენებლობა – რა აკავშირებს საქმესთან „ქართული ოცნების“ დეპუტატს 

აგვისტო 13, 2026
როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

როგორ ხსნის ზვიად სირაბიძე სახელმწიფო უწყებებისგან მიღებულ კონტრაქტებს

აგვისტო 13, 2026
სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

სოციალური სახლების სარდაფები წყლით არის სავსე – მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

აგვისტო 13, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.