Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

თორნიკე რიჟვაძემ შვილები კერძო, ძვირადღირებულ სკოლაში გადაიყვანა

სულხან მესხიძე 27/12/2024
tornike rijvadze_AJARATIMES.GE

თორნიკე რიჟვაძემ შვილები კერძო, ძვირადღირებულ სკოლაში გადაიყვანა, ამის შესახებ „აჭარა თაიმს“ ბათუმის მერვე საჯარო სკოლის მშობლებმა აცნობეს, სადაც მანამდე და-ძმა რიჟვაძეები სწავლობდნენ. მშობლების თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შვილები ყოფილ კლასელებს უკვე დაემშვიდობნენ და სწავლა კერძო სკოლაში გააგრძელეს.

ცნობისთვის: მერვე საჯარო სკოლა თორნიკე რიჟვაძის მეუღლემ, მაგდა მამულაძემაც დატოვა, რომელიც ამავე სკოლის პედაგოგი იყო.

„აჭარა თაიმსის“ წყაროების ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ შვილები სასწვლებლად ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესში“ გადაიყვანა, სადაც წლიურად სწავლის საფასური ერთ მოსწავლეზე 8 000 ₾არამდე აღწევს, ამას ემატება წიგნებისა და ფორმის საფასურიც.

„აჭარა თაიმსი“ ინფორმაციის დაზუსტების მიზნით სკოლა „პროგრესის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ფაქტი დაგვიდასტურეს, თუმცა დამატებითი განმარტებები დაწესებულებაში არ კეთდება. აჭარის განათლების მინისტრის თქმით, ფაქტის შესახებ არაფერი სმენია, შესაბამისად საკითხის შეფასება გაუჭირდება.

“სადმე გვიწერია, რომ მოსწავლისა და მშობლის არჩევანი შეზღუდულია? ჩვეულებრივად ხდება სკოლის არჩევა, ჩვენ ისევე ვუწყობთ კერძო სკოლების განვითარებას ხელს როგორც საჯაროს. ეს არის კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა. მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ მხოლოდ საჯარო სკოლა იყოს პრიორიტეტული. საკითხს არ ვიცნობ და ვერ გეტყვით რატომ გადაიყვანა კერძო სკოლაში,” – განაცხადა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას მაია ხაჯიშვილმა, აჭარის განათლების მინისტრმა.

გვსურდა თორნიკე რიჟვაძისთვის გვეკითხა, რატომ ასწავლის შვილებს კერძო სკოლაში მაშინ, როცა მთავრობა ეფექტიანი განათლების სისტემის შესახებ მუდმივად საუბრობს და რას უნდა ნიშნავდეს ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის. თუმცა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კრიტიკული მედიისთვის მიუწვდომელია. თორნიკე რიჟვაძე ძირითადად პროპაგანდისტულ, პროსამთავრობო მედიასაშუალებების ჟურნალისტებს ესაუბრება, რომლებიც წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს სვამენ.

თუ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამ საკითხზე განმარტების გაკეთებას ისურვებს, ცხადია, თორნიკე რიჟვაძეს ამის შესაძლებლობას მივცემთ და მასალა შესაბამისად განახლდება.

აქვე დაგაინტერესებთ:

  • რა კაპიტალი ჰქონდა თანამდებობამდე თორნიკე რიჟვაძეს და რა აქვს ახლა
  • რუსული კანონის მხარდამჭერი ჩინოვნიკები, რომელთა შვილები ევროპასა და ამერიკაში დაიბადნენ

About the Author

სულხან მესხიძე

Author

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: პროტესტის 29-ე ღამე, ბათუმში აქცია გრძელდება
Next: ქობულეთის მერიისა და საკრებულოს ჩინოვნიკებს ხელფასები გაეზარდათ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

admin 13/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

admin 13/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

admin 12/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე _AJARATIMES.GE
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

13/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025
ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

12/10/2025
“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება ragbi_AJARATIMES.GE
  • სპორტი

“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება

11/10/2025
წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე _AJARATIMES.GE 1
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

13/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025
ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

12/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.