Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ „თავისუფლების ფონდი“ იქმნება – აქტივისტი

აჭარა თაიმსი აპრილი 30, 2025
donacia_AJARATIMES.GE (2)

სამოქალაქო აქტივისტი და პარტია “თავისუფალი მოედნის” წევრი ახალი ფონდის შექმნას აანონსებს, რომელიც, დავით ჯინჭარაძის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ანგარიშების დაყადაღებისა და რეპრესიების საპასუხო ნაბიჯია.

სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ჯინჭარაძე საუბრობს დეცენტრალიზებული, უცხოურ ანგარიშებზე დაფუძნებული სისტემის აუცილებლობაზე, რომელიც ქართული სამართლებრივი ზეწოლისგან დაცული იქნება.

„თავისუფლების ფონდი“ ემიგრანტებისა და უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების დონაციებს დაეყრდნობა და მათ ჯარიმების გადახდაში დაეხმარება. აქტივისტის თქმით, ფონდი გამჭვირვალე მექანიზმებით იმუშავებს და ის საკუთარი მენეჯერული გამოცდილების გამოყენებას აპირებს.

“ცხადია, საქართველოში რეგისტრირებული ფონდების დაყადაღება და სახლში მივარდნები ნიშნავს, რომ უფრო უნდა გავაქტიურდეთ და ყველამ საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმი დავდოთ ივანიშვილის გადასაგდებად. ამიტომ მგონია, რომ საჭიროა რამდენიმე დეცენტრალიზებული ფონდი, რომელიც უცხოური ანგარიშებით და ონლაინ გადახდის სისტემებით იმუშავებს და რომლის დაყადაღებაც შეუძლებელი იქნება.

დღეს ვქმნი ,,თავისუფლების ფონდს”, რომელიც ღიაა დონაციებისთვის, განსაკუთრებით კი ემიგრანტების და საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების მხრიდან. თანხების შეგროვებისთანვე, ფონდი მოქალაქეებს დაეხმარება გასაჩივრებული ჯარიმების გადახდაში. ამ ფონდს ვერ დააყადაღებენ, რადგან ბანკის ანგარიში ინგლისში იქნება. შემდეგი დღეების განმავლობაში ვიმუშავებ სანდო მოხალისეთა ჯგუფის შემოსაკრებად, თანხმების მობილიზებისთვის და ონლაინ სისტემის შემუშავებისთვის, რომელიც ყველა ხარჯის და დონაციის გამჭირვალედ აღრიცხვაში დაგვეხმარება. გამოვიყენებ ჩემს მართვით გამოცდილებას, რომელიც ბრიტანულ და ამერიკულ კომპანიებში მუშაობისას შევიძინე. ღია ვარ ნებისმიერი დახმარებისთვის და კოლაბორაციისთვის. ცეცხლი ოლიგარქიას,” – წერს დავით ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში. 

Post navigation

Previous: „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთიდან შემოტანილი პომიდორში მავნე ორგანიზმის კვალი აღმოჩნდა
Next: კ.კ ბათუმმა, ქუთაისთან მატჩი წააგო და ფლეი-ოფს გამოეთიშა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

აჭარა თაიმსი ნოემბერი 1, 2026
tina zoidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 31, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

ნოემბერი 2, 2026
„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“

ნოემბერი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

ნოემბერი 1, 2026
ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს tina zoidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს

ოქტომბერი 31, 2026
„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება zgva,sanapiro_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„რა ტკივა შავ ზღვას?“ – საფრთხის წინაშე მდგარი წყალქვეშა ეკოსისტემა, გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი მოლუსკები, ზღვის ცოცხალი რესურსების უკონტროლო მოპოვება და ეკოლოგების საგანგაშო შეფასება

ოქტომბერი 31, 2026
ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 1
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

ნოემბერი 2, 2026
„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“ _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“

ნოემბერი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

64 300 ლარი საკონსტიტუციო სასამართლოს საერთაშორისო კონფერენციის ტექნიკური უზრუნველყოფისა და სატელევიზიო მომსახურებისთვის

ნოემბერი 1, 2026
ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს tina zoidze_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

ხალხის ჯიბიდან ინფლუენსერების ანგარიშზე – როგორ ანაწილებს თინათინ ზოიძე საბიუჯეტო თანხებს

ოქტომბერი 31, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.