მთელი ღამის განმავლობაში მაღალმთიან აჭარაში ინტენსიურად თოვდა. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა დაახლოებით 80 სანტიმეტრს მიაღწია, ხოლო დაბალ ზონაში თოვლის სიმაღლე 30-40 სანტიმეტრს შეადგენს.
„ქართული ოცნების“ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, თოვლის საფარისგან გზების გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. პირველ ეტაპზე სპეციალური ტექნიკა ადმინისტრაციულ ცენტრებთან დამაკავშირებელ გზებზე მუშაობს, რის შემდეგაც შიდა სასოფლო გზების გაწმენდა გაგრძელდება.
ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტომობილებისთვის გადაადგილება დროებით შეზღუდულია.



