
გუშინ, აქციების 63-ე ღამეს, აჭარაში პროტესტის მონაწილეებმა სადღეღამისო რეჟიმზე გადასვლა გადაწყვიტეს. ამ მიზნით, ტროტუარზე დიდი ზომის კარვის გაშლა დაიწყეს, რასაც პოლიციის მხრიდან აგრესია მოჰყვა. კონფლიქტმა სწრაფად მიიღოს ფიზიკური და სიტყვიერი ფორმა, რის შედეგადაც პოლიციელებმა კარავი დაამტვრიეს და ტერიტორიიდან გაიტანეს.
https://www.facebook.com/ajaratimes/videos/1349726922858751
მიუხედავად ძალადობისა და წინააღმდეგობისა, აქციის მონაწილეები არ დაშლილან და მცირე ზომის კარვები მაინც გაშალეს. პროტესტის მონაწილეებმა კანონის იმ მოთხოვნების დასახელება მოითხოვეს, რაც კარვის გაშლას ზღუდავდა. თუმცა პოლიციის მაღალჩინოსნებმა და ნიღბიანმა ვერ განმარტეს რას ეფუძნებოდა გადაწვეტილება.
https://www.facebook.com/ajaratimes/videos/1352734339242626
მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება დაიწყო აჭარის მთავრობის შენობის უკან, რაც მედიისთვის შესამჩნევი ფაქტი გახდა. როდესაც ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში დაიწყეს მაუწყებლობა სპეცრაზმელებმა ტერიტორია სწრაფადვე დატოვეს.
https://www.facebook.com/ajaratimes/videos/1009716854300813
ამის შემდეგ, დაახლოებით დილის 5 საათზე, რიგითმა პოლიციელებმა და მაღალჩინოსნებმა აჭარის მთავრობის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს, რაც პოლიციის უკან დახევის მცდელობად შეფასდა. მიუხედავად ყველაფრისა, პროტესტის მონაწილეებმა ღია ცის ქვეშ უსაფრთხოდ გაათენეს და განაცხადეს, რომ აქცია გაგრძელდება მანამ, ვიდრე მზია ამაღლობელი საპატიმროში შიმშილობს.