Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნეს – სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა

აჭარა თაიმსი მარტი 18, 2025
mzia amaglobeli_AJARATIMES.GE

მოსამართლე სალიხ შაინიძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე და ის სამართალდამრღვევად ცნო. ის 2000 ₾არით დააჯარიმეს.

„სალიხ შაინიძემ, რომლის აცილებასაც ჩვენ ვითხოვდით, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა პირველი დაკავების ეპიზოდზე (სანამ სისხლის სამართლის ბრალდებით დაიჭერდნენ მზიას, იმ მოვლენებს ეხება ეს საქმე).
მოსამართლე შაინიძემ გამოიყენა ის ტაქტიკა, რასაც ზოგიერთი მოსამართლე იყენებს ხოლმე – განხილვისას ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სამართლიანად იხილავს საქმეს, შუამდგომლობებს აკმაყოფილებს, მოწმეებს კითხავს, შსს-ს წარმომადგენლებს შენიშვნებს აძლევს, ზოგჯერ ისე ,,აბრაზებს“ საკუთარი ,,სამართლიანობით“, რომ შსს-ს წარმომადგენლები აღშფოთებულები პროცესზე მოსამართლეს იმასაც კი ეუბნებიან, რა ხდება, ,,შერჩევითი სამართალია?”

თუმცა, ეს ფარსი მაინც იმით სრულდება, რაც სისტემას უნდა. სისტემას უნდა, რომ მზია მტკიცებულებების გარეშე გასამართლდეს. ამ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მზიამ რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა. შსს-მ გააყალბა როგორც დაკავების, ასევე, სამართალდარღვევის ოქმი, მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში იცრუა, წარმოადგინეს ის ვიდეოები, რომლებიც გადაღებულია მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან 2 საათის შემდეგ და ვერანაირად ვერ იქნებოდა მასზე რაიმე ისეთი აღბეჭდილი, რაც მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დასჯას გაამართლებდა. ეს საქმეც სტრასბურგში მოხვდება და აუცილებლად დამტკიცდება სიმართლე. თავისუფლება მზიას“, – განაცხადა საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.

ცნობისთვის: „ბათუმელების“ დამფუძნებელი, სისხლის სამართლის კოდექსის 173-ეს პირველი ნაწილით ცნეს სამართალდამრღვევად, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

Post navigation

Previous: ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობს, მეგი კობალაძეს, 6 თვით ხელფასი შეუჩერდა
Next: ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს – ენმ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა

აჭარა თაიმსი აპრილი 29, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია – შიო მუჯირი ლიდერობს 20 ხმით

აჭარა თაიმსი აპრილი 28, 2026
bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

29 აპრილს აჭარაში გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდება

აჭარა თაიმსი აპრილი 28, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა

აპრილი 29, 2026
ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ sabavshvo bagi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ

აპრილი 28, 2026
ავარია ბათუმში, მანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, მანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა

აპრილი 28, 2026
სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია – შიო მუჯირი ლიდერობს 20 ხმით _AJARATIMES.GE
  • საქართველო

სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია – შიო მუჯირი ლიდერობს 20 ხმით

აპრილი 28, 2026
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს zurab pataradze_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აპრილი 28, 2026
29 აპრილს აჭარაში გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

29 აპრილს აჭარაში გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდება

აპრილი 28, 2026
„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

„ისურვეს“ მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა

აპრილი 29, 2026
ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ sabavshvo bagi_AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთის საბავშვო ბაღებში თანამშრომლებს მობილურების გამოყენება აეკრძალათ

აპრილი 28, 2026
ავარია ბათუმში, მანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ავარია ბათუმში, მანქანა გზის გამყოფ ჯებირს შეეჯახა

აპრილი 28, 2026
სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია – შიო მუჯირი ლიდერობს 20 ხმით _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

სინოდმა სამი კანდიდატი შეარჩია – შიო მუჯირი ლიდერობს 20 ხმით

აპრილი 28, 2026
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს zurab pataradze_AJARATIMES.GE (1) 5
  • ბათუმი

ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაამტკიცეს

აპრილი 28, 2026

სიახლეების კალენდარი

აპრილი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
« მარ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.