Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • ხელვაჩაური

მთავრობამ დაუმთავრებელი სკვერი გახსნა – ინფრასტრუქტურული პრობლემები გმირთა ხეივანში გახსნიდან 1 თვის შემდეგ

სულხან მესხიძე Posted on 2 წელი ago
gmirta xeivani_AJARATIMES.GE

ბათუმში, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის “დასრულების” შესახებ მთავრობამ დაახლოებით ერთი თვის წინ განაცხადა. საქართველოსა და აჭარის მთავრობამ პროექტის პრეზენტაცია გამართა, თუმცა იკვეთება, რომ სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა.

გმირთა ხეივნის მთელს პერიმეტრზე 6 შადრევანია, საიდანაც 5 არ მუშაობს. გამაგრილებელი საშუალება არც პრეზენტაციის დღეს ფუნქციონირებდა, ეს მთავრობის მიერ გავრცელებული კადრებიდანაც კარგად ჩანს.

სკვერში ინფრასტრუქტურული ხარვეზები ამით არ სრულდება. ლამპიონების დაწილი გათიშულია და მწყობრიდანაა გამოსული. ფაქტის ამსახველი ფოტო “აჭარა თაიმსმა” 2 ივლისს გადაიღო.

ირკვევა, რომ სკვერში არც ელექტროენერგიის სადენებია გამართულ მდგომარეობაში. ბეტონის ნაწილი ამოჭრილია და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

უფუნქციოა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გათვალისწინებული ლიფტებიც, რომელთა საშუალებითაც ეტლით მოსარგებლე პირებმა ხიდებზე ასვლა უნდა შეძლონ. კაბინები პროექტის პრეზენტაციის დღესაც დაკეტილი იყო.

ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში განახორციელა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

უწყებაში ინფრასტრუქტურულ ხარვეზებზე დასმული კითხვები უპასუხოდ დატოვეს. თუმცა აღნიშნეს, რომ პროექტი ბათუმის მერიას ჩააბარეს და მასზე პასუხისმგებელი სწორედ ეს უწყებაა. “აჭარა თაიმსის” კითხვებს არც ბათუმის მერიაში უპასუხეს.

ინფორმაციისთვის: გმირთა ხეივნის მოწყობაზე გაცილებით მეტი დაიხარჯება, ვიდრე თავდაპირველი ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, ამის შესახებ სტატია „ფაქტ-მეტრმა“ მოამზადა. მასალის ავტორის ცნობით, პროექტის შესრულება ვადების დარღვევითა და საეჭვო გარემოებებით მიმდინარეობდა.

Post navigation

Previous: მძღოლებს წინა გვერდითა მინების 60% დამუქების უფლება ეძლევათ
Next: “ოცნების ქალაქში” ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სატვირთოების მძღოლებმა სადგომებზე გადასახადების გაძვირების გამო აქცია გამართეს

სულხან მესხიძე Posted on 1 დღის ago
policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში მოპედი მოიპარეს

admin Posted on 4 დღის ago
_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

მიშა ბოლქვაძე: ჩემს სახლთან უცნობი ავტომობილებია, ისინი მითვალთვალებენ

სულხან მესხიძე Posted on 5 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 7 საათის ago
ბათუმში ქეთევან წამებულის ქუჩის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქეთევან წამებულის ქუჩის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

Posted on 7 საათის ago
დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა imedi_postivi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა

Posted on 10 საათის ago
ბათუმში 3 პირის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 3 პირის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Posted on 13 საათის ago
აჭარაში, პოლიციელებს მოქალაქეებზე ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან policia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში, პოლიციელებს მოქალაქეებზე ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან

Posted on 1 დღის ago
აჭარაში არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა

Posted on 1 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 7 საათის ago
ბათუმში ქეთევან წამებულის ქუჩის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ქეთევან წამებულის ქუჩის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

Posted on 7 საათის ago
დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა imedi_postivi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა

Posted on 10 საათის ago
ბათუმში 3 პირის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში 3 პირის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Posted on 13 საათის ago
აჭარაში, პოლიციელებს მოქალაქეებზე ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან policia_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

აჭარაში, პოლიციელებს მოქალაქეებზე ძალადობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან

Posted on 1 დღის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.