გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 და 2 აგვისტოს საღამოსა და ღამის საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებსა და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ ადგილას შესაძლებელია ძლიერი ნალექები, სეტყვა და ქარის გაძლიერება ელჭექის დროს.
სინოპტიკოსების გაფრთხილებით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა ან გააქტიურება. საფრთხის დონე შეფასებულია, როგორც საშუალო.



