Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს, მათ შორის 16 ნარკორეალიზატორია – შსს

აჭარა თაიმსი ივლისი 30, 2024
dakaveba_ajaratimes.ge

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 28 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის 16 ნარკორეალიზატორია, ამის შესახებ შსს იტყობინება. მათივე ცნობით, დაკავებულები არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებია ამოღებული.

“პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობის და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1980 წელს დაბადებული მ.გ., 2005 წელს დაბადებული გ.ბ., 2002 წელს დაბადებული ს.ტ., 1996 წელს დაბადებული გ.კ., 2004 წელს დაბადებული ბ.ს., 2005 წელს დაბადებული გ.ო. და წარსულში ნასამართლევი პირები: 2001 წელს დაბადებული მ.გ., 2003 წელს დაბადებული ა.ს., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1998 წელს დაბადებული ე.ტ., 1998 წელს დაბადებული დ.მ., 1997 წელს დაბადებული ა.პ., 1998 წელს დაბადებული კ.მ., 1995 წელს დაბადებული ს.გ., 1999 წელს დაბადებული ი.კ., 1998 წელს დაბადებული მ.მ. და 2005 წელს დაბადებული ო.ა.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული ჩ.ი., 1981 წელს დაბადებული ვ.ო., 2002 წელს დაბადებული თ.მ., 1985 წელს დაბადებული ი.კ., 1979 წელს დაბადებული ლ.შ., 1999 წელს დაბადებული ლ.ა., 1958 წელს დაბადებული გ.ა. და წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული პ.ჩ. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 2002 წელს დაბადებული კ.მ., წარსულში ნასამართლევი 1994 წელს დაბადებული ღ.ა., 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1992 წელს დაბადებული ა.დ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“ „ალფა პვპ“, „მეტადონი“, „მდმა“, „მეფედრონი“, „ლიზერგიდი“, „კეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „სუბოტექსი“, „ექსტაზი“, „მეტამფეტამინი“, „მარიხუანა“ და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე, 265-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,” – წერია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=x6LKXPFeMJA[/embedyt]

Post navigation

Previous: კირნათში სამი ადამიანი დააკავეს – ისინი საზღვრის გადმოკვეთას უკანონოდ ცდილობდნენ
Next: “აჭარა თაიმსის” მასალის შემდეგ ქობულეთის ვიცე მერი გაათავისუფლეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

სულხან მესხიძე მაისი 31, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

სულხან მესხიძე მაისი 31, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია

მაისი 31, 2026
ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მაისი 31, 2026
ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

მაისი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

ივან ტურიცოვი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია

მაისი 31, 2026
ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში დაჭრილი კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

მაისი 31, 2026
ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

მაისი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.