Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

ოპოზიცია, რომელიც დღეს სამოქმედო გეგმის წარდგენას აპირებდა გახმოვანება ორშაბათამდე გადაიდო

admin 31/10/2024
opozicia_AJARATIMES.GE

ოპოზიცია, რომელიც დღეს სამოქმედო გეგმის წარდგენას აპირებდა გახმოვანება ორშაბათამდე გადაიდო, ამის შესახებ ხელისუფლების ოპონენტებმა ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე თქმით, ორშაბათს, 19 საათზე გაიმართემა მასშტაბური საპროტესტო აქცია.

“თქვენს წინაშეა ერთობა იმ სამი ოპოზიციური გაერთიანების, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე მიიღო ხალხის ნდობა და მანდატი, რომ მმართოს ქვეყანა და შეიყვანოს ევროკავშირში. ჩვენ ვართ გამარჯვებული ხალხის წარმომადგენლები და ჩვენ ვართ სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც თქვენგან მიიღეს ნდობა, რომ წინ გაუძღვნენ ამ ქვეყანას განვითარების გზაზე. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში გაყალბებული და რუსეთის სპეცოპერაციის შედეგად მიტაცებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვეწეოდით აქტიურ მუშაობას აქ და ჩვენ გაერთიანებებში იმისთვის, რომ შეგვეგროვებინა სერიოზული, სისტემური, კარგად გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებიც აუცილებელია იმ გაყალბების 26 ოქტომბრის სპეცოპერაციის საერთაშორისო გამოძიებისთვის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ არჩევნები მოგვპარეს, მაგრამ ჩვენს მეგობრებს სჭირდებათ სერიოზული, კარგად გამოკვლეული სამხილები და საარჩევნო მექანიზმები, რითაც ეს არჩევნები იქნა მოპარული. თუ ადრე ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ მექანიზმებსა და ინსტრუმენტებზე, ახლა ვსაუბრობთ სისტემურ, ფართომასშტაბიან სპეცოპერაციაზე – არჩევნების მიტაცებაზე.

ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შევქმენით რამდენიმე სამუშაო მიმართულება, ეს ყველაფერი განხორციელდება აქ, შტაბში, რომლის ამოცანა იქნება წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ფაქტს, რაც არის არჩევნების გაყალბება და საქართველოს დარჩენა რუსეთის გავლენის ქვეშ და დარჩენა, როგორც რუსეთის ერთ-ერთი ფედერალური ერთეულისა. ამ მიზნით მუდმივ კომუნიკაციას ვაწარმოებთ თქვენთან, მოსახლეობასთან იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ყველაზე მეტად სწორედ თქვენ ხართ გაბრაზებული იმაზე, რაც მოხდა. ძალიან კარგად ვიცით, რომ არც ერთი თქვენგანი არ აპირებს რამდენიმე ჭინკას გაატანოს ის არჩევანი, რაც არის ჩვენი ყველას ისტორიული არჩევანი და რაზეც არის დამოკიდებული ჩვენი შვილების მომავალი.

ყველა ის პირი, რომელიც გააგრძელებს მონაწილეობას ამ კრიმინალურ სქემაში, რითაც მოპარული იყო არჩევნები, აუცილებლად იქნება გამოვლენილი და ჩვენს მიერ აშენებული დამოუკიდებელი პროკურატურისა და სასამართლოს მიერ დასჯილი. ის, რაც მოხდა 26 ოქტომბერს – ჩვენი ხალხის დევნა, გამოძევება, მუქარა, შანტაჟი, საარჩევნო უბნებიდან გაყვანა და დაბულინგება – ეს ყველაფერი არის სისხლის სამართლის დანაშაული. ხანდაზმულობა ამ დანაშაულს აქვს ბევრი წელი და თქვენ გაქვთ ძალიან პატარა ფანჯარა იმისთვის, რომ ჩაეხსნათ იმ კრიმინალურ სინდიკატს, რომელიც ამ ქვეყანას მართავს.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის ბრძოლა ამ არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ამას ვაკეთებდით და რაც მთავარია, ჩვენ შევიკრიბებით ორშაბათს, 19:00 საათზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას დეტალურად, თუ როგორ, შინ თუ გარეთ, კანონის მიხედვით, სამართლიანად, მაგრამ ორგანიზებულად და შედეგიანად გაგრძელდება ჩვენი პროტესტი”, – განაცხადა ანა დოლიძემ ბრიფინგზე.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: 580 კვადრატი მიწა უსასყიდლოდ, 99 წლით მართმადიდებელ ეკლესიას ქობულეთის მერიისგან
Next: არჩილ მალაყმაძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

admin 04/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე სამი პირი დააკავეს

admin 03/10/2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საია პირველად ვერ დააკვირდება არჩევნებს – ორგანიზაცია შეზღუდვებზე საუბრობს

admin 25/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

10/10/2025
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო acra.vaqcina_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

10/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

09/10/2025
ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა prokuratura_AJARATIMES.GE (1)
  • საქართველო

ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა

09/10/2025
საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

09/10/2025
ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პროევროპული აქციების მონაწილე, მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე დააკავეს

08/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

10/10/2025
საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო acra.vaqcina_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

10/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

09/10/2025
ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა prokuratura_AJARATIMES.GE (1) 4
  • საქართველო

ზურაბ ჭავჭანიძესა და სხვა პირებს ბრალდება წარედგინა

09/10/2025
საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“ _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

საერთაშორისო ტურნირი „ბათუმის თასი 2025“

09/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.