Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

580 კვადრატი მიწა უსასყიდლოდ, 99 წლით მართმადიდებელ ეკლესიას ქობულეთის მერიისგან

სულხან მესხიძე ოქტომბერი 31, 2024
qobuletis meria_AJARATIMES.GE

“უპირობო მხარდაჭერა,” – აღნიშნეს “ქართული ოცნების” დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე და საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს, განხილვისა და კითხვების გარეშე. ამ გადაწყვეტილებით, მერს, ლევან ზოიძეს შესაძლებლობა მიეცა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის მოთხოვნა უპირობოდ დააკმაყოფილოს.

“მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრის თხოვნის დაკმაყოფილება და სამოციქულო ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიისთვის უსასყიდლოდ, აღნაგობის უფლებით, 99 წლით სოფელ კვირიკეში 580 კვ. მეტრი მიწის გადაცემა შემდგომში ტაძრის მშენებლობის მიზნით,” – წერია ქობულეთის მერიის მიერ საკრებულოსთვის გაგზანილ წერილში. 

580 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის 99 წლით დომინანტური რელიგიისთვის გადაცემის საკითხს მხარი საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმაც დაუჭირა. პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ია მესხიძე ამბობს, რომ ხელისუფლებასთან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლა, ამასთან ეკლესიის მშენებლობის მომხრე თავადაცაა.

“აღნიშნული საკითხი უშუალოდ სოფელ კვირიკეს მოსახლეობიდან მოდიოდა. მოსახლეობამ მიწის ეკლესიისთვის გადაცემა ითხოვა ჩვენთან შეხვედრისას. ჩვენ ვითანამშრომლეთ ხელისუფლებასთან და მხარი დავუჭირეთ ქობულეთის მერიის მიერ წარდგენილ საკითხს. მხარს იმას ვუჭერ, რომ სოფელში არსებობდეს მართმადიდებლური ტაძარი, სადაც მოსახლეობას შეეძლება აღასრულოს რელიგიური მსახურება და ჰყავდეს მოძღვარი ახლოს. ვფიქრობ რელიგია ხელს შეუწყობს მოსახლეობის სულიერ ზრდას, მორწმუნე ადამიანი ბევრად უფრო კეთილია,” – თქვა ჩვენთან საუბრისას ია მესხიძემ, რომელსაც ასევე, სხვა რელიგიური კომპენსიების მიმართ სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკა შევახსენეთ, თუმცა მან კითხვას პასუხი არ გასცა. 

რატომ ჩააყენა ქობულეთის საკრებულომ და მერიამ მართმადიდებელი ეკლესია უპირატეს შემთხვევაში და როგორი პოზიცია ექნება მუნიციპალიტეტს სხვა კომპენსიების მიმართვის შემთხვევაში? კითხვას საკრებულოს თავმჯდომარემ არ უპასუხა. დავით მჭედლიშვილი შეეცადა დავერწმუნებინეთ, რომ სხვა რელიგიის წამომადგენლებსაც ეხმარებიან, თუმცა მან კონკრეტული ფაქტი ვერ დაგვისახელა. “აჭარა თაიმსის” ყველა კითხვას მჭედლიშვილი ზოგადად ან საერთოდ არ პასუხობდა.

“ფაქტიურად ყველა დეპუტატმა, ვინც ესწრებოდა სხდომას ერთხმად დაუჭირა საკითხს მხარი. მიზნობრიობა არის ის, რომ მოსახლეობისგან რა საკითხებიც შემოდის ყველა მათგანს განვიხილავთ. ეს მოხდა ძალიან გამჭვირვალედ, დემოკრატიულ ვითარებაში, ყველა დეპუტატს ჰქონდა საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. მე პირადად ვთვლი, რომ საქართველო მართმადიდებლური ქვეყანაა, შესაბამისად აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკლესია აშენდება, ამ რელიგიას ბევრი მიმდევარი ჰყავს და მოსახლეობის სურვილიც ეს იყო,” – თქვა ჩვენთან საუბრისას დავით მჭედლიშვილმა, რომელმაც არ დააკონკრეტა რა პოზიცია ექნება მას, იმ შემთხვევაში თუ სხვა კომპენსიის წამომადგენლებიც მოითხოვენ მუნიციპალიტეტისგან მიწის უსასყიდლოდ გადაცემას. 

ინფორმაციისთვის: სხვადასხვა კომპენსიის წარმომადგენლები წლებია ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრა, დისკრიმინაციასა და არასამართლიან მიდგომაზე საუბრობენ. მესამე სექტორი თავის კვლევებში მუდმივად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო გულუხვი მხოლოდ მართმადიდებელი ეკლესიის მიმართაა, რომელსაც ისედაც რამდენიმემილიონიანი დაფინანსება აქვს.

Post navigation

Previous: ენმ-ს წევრებმა ბათუმის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს
Next: ოპოზიცია, რომელიც დღეს სამოქმედო გეგმის წარდგენას აპირებდა გახმოვანება ორშაბათამდე გადაიდო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ივლისი 26, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

აჭარა თაიმსი ივლისი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 3
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.