Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„ოცნების“ ძალადობრივი რეჟიმი ჩიხშია – ვიკა ფილფანი

admin 13/01/2025
_AJARATIMES.GE

„ოცნების“ ძალადობრივი რეჟიმი ჩიხშია და მათ აუცილებლად მოუწევთ პერსონალური პასუხისმგებლობა, ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ბრიფინგზე განაცხადა.

ვიკა ფილფანის თქმით, 11-12 იანვარს, ბათუმში, “ოცნების” რეპრესიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე.

„11-12 იანვარს, ქალაქ ბათუმში, „ოცნების“ რეპრესიულმა რეჟიმმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ნამდვილი სახე – სისასტიკე, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდების წინააღმდეგ. რეჟიმმა უკანონოდ დააკავა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, მათე ცენტერაძე და ელიზბარ ჩხიკვაძე, ასევე არაერთი ახალგაზრდა და ჟურნალისტი, რომლებიც მშვიდობიან საპროტესტო აქციაზე გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციას.

უკვე თვეზე მეტია, რაც საქართველოს მოქალაქეები, ბათუმში, თბილისში და სხვა ქალაქებში, მშვიდობიანად აპროტესტებენ უსამართლობას. ქართველი ხალხის ერთიანობის შედეგად “ოცნების” არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ვერ მოიპოვა აღიარება ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ. თუმცა, ამ საპროტესტო ტალღის საპასუხოდ რეჟიმი ყოველდღიურად მიმართავს უკანონო დაკავებებს. უდანაშაულო ადამიანები იქცნენ ტყვეებად, რადგან „ოცნების“ არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს დაშინებით შეინარჩუნოს ძალაუფლება.

ეს მოვლენები არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ „ოცნების“ მავნებლური რეჟიმი განსაკუთრებული სისასტიკით იბრძვის თავისუფალი აზრის წინააღმდეგ. ისინი აცნობიერებენ, რომ ახალგაზრდების დამორჩილება ყველაზე რთულია, რადგან ახალგაზრდები არიან ის ძალა, რომლებიც არ უშინდებიან უსამართლობას და სჯერათ ევროპული მომავლის შექმნის, იმ მომავლის, რომელსაც დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლება გვართმევს.

თუმცა ამ ბრძოლაში, ძალადობა, ზეწოლა და მუქარა ვერ გაგვაჩერებს! ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ერთიანობა, სოლიდარობა და ხმამაღლა თქმული – არა ძალადობას, არა უსამართლობას, არა მოძალადე რეჟიმს, არა არალეგიტიმურ “ოცნებას”!

ჩვენი ორი მთავარი მოთხოვნაა:

  1. ყველა უკანონოდ დაკავებული ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლება;
  2. ხელახალი არჩევნების თარიღის გამოცხადება, რომელიც მისცემს ხალხს ნდობის აღდგენის შესაძლებლობას.

“ოცნების” ძალადობრივი რეჟიმი ჩიხშია და მათ აუცილებლად მოუწევთ პერსონალური პასუხისმგებლობა თითოეულ დანაშაულებრივ ქმედებაზე.

მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ჩვენი თანამოქალაქეების გვერდით და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და თავისუფლება, რომელიც ჩვენი უდიდესი ძალაა. მოდით, დავაფიქროთ ისინი, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ჩვენ, ახალგაზრდები და საქართველოს ყველა გულანთებული მოქალაქე, არასდროს დავთმობთ სამართლიანობისთვის ბრძოლას. გახსოვდეთ, გამარჯვება იწყება იქ, სადაც ჩვენ ვერთიანდებით, ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ ერთად!,“ – განაცხადა ვიკა ფილფანმა.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: სოლიდარობა რეჟიმის პატიმრებს – აჭარის მთავრობასთან აქცია მიმდინარეობს
Next: თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე – ირაკლი კუპრაძე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

admin 27/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოტიკების დიდი ოდენობით შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

admin 26/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი თურქი მოქალაქე დააკავეს

admin 25/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

27/10/2025
აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა nadiroba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

27/10/2025
“დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო fexburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

“დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო

27/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა batumis porti_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

27/10/2025
აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა nadiroba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

27/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.