Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • პოდკასტი
  • ხელვაჩაური

პოდკასტი: საეჭვო კუნძული – პოლიტიკური შეფასებები

სულხან მესხიძე თებერვალი 5, 2024
podkasti_ajaratimes.ge

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას ოპოზიციაც ეწინააღმდეგება. ისინი სამომავლო რისკებზე საუბრობენ და ხელისუფლებისგან მეტ კონკრეტიკას, ასევე, პროცესში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ითხოვენ. ბათუმის საკრებულოს დეპუტატები პროექტში კორუფციის ნიშნებს ხედავენ.

სულხან მესხიძის პოდკასტის სტუმრები არიან: რევაზ ხარაზი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ვაჟა დარჩია “ლელოდან” და აკაკი გვიანიძე პარტიიდან “საქართველოსთვის”.

ინფორმაციისთვის: ხელოვნური კუნძულის მშენებლობას მოძრაობა “ბათუმის თავისუფლების მოედნის” წევრებიც ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ პროექტის განხორციელება, რისკებთან ერთად ქალაქის გამოწვევებსაც გაზრდის. ისინი სპეციალისტებსა და თემით დაინტერესებულ ჯგუფებს შეხვდნენ, რის შედეგადაც რეკომენდაციების დოკუმენტი მოამზადეს. მოსაზრებები, როგორც თავად ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნება.

მათი თქმით, სპეციალისტებმა განმარტეს, რომ  გზშ-ს დოკუმენტი ბევრ კითხვას ვერ სცემს პასუხს, ზოგ შემთხვევაში წარმოადგენს დარღვევებით თუ არასრულად ჩატარებული კვლევის შედეგებს, წინააღმდეგობაშია საერთაშორისო კონვენციებთან და არასწორ ინფორმაციასაც ავრცელებს. ასეთი მიდგომა პროექტის არეალში კიდევ უფრო ზრდის რისკებს ეკოლოგიური, ურბანული, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით.

“პროექტის არეალი ნავთობით ისტორიული დაბინძურების ადგილია, რაც აჩენს გრუნტებიდან ნავთობპროდუქტების გაჟონვის რისკს. გზშ-ს ანგარიში კი ამ მიმართულებით დეტალურ კვლევას (რუკებს, სქემებს, ქიმიურ შემადგენლობას და სხვა) არ მოიცავს. ნავთობპროდუქტების მცირედით გაჟონვაც კი, სპეციალისტების მოსაზრებით, კატასტროფას გამოიწვევს მთელი სანაპირო ზოლისთვის.

ასევე, რიგი საკითხების გაუთვალისწინებლობა – მაგალითად, ზღვის მიკროფლორის სათანადო შესწავლა, წყლის ფეკალური მასებით დაბინძურების ანალიზი, იქვე ჩამდინარე მდინარეების ფაქტორის უგულებელყოფა და სხვა, – გააჩენს პრობლემებს როგორც პროექტის არეალში, მთლიანად ბათუმის უბეშიც, იმოქმედებს პლაჟების მოწყობასა და ზღვის წყლის ხარისხზე, რისკის ქვეშ დააყენებს სხვადასხვა სახეობების არსებობას. გარდა ამისა, ამ მასშტაბის პროექტის ქვა-ღორღით მომარაგება აჭარის მაღალმთიანი ლოკაციებიდან, ქედიდან და ქობულეთიდან, შემაშფოთებელია და ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებას ქმნის,”- წერია მოძრაობის მიმართვაში. 

ცნობისთვის: ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის ავტორი “ამბასადორი ჯგუფია”. აღნიშნულმა კომპანიამ მასშტაბური აქციებისა და სპეციალისტების უარყოფითი ექსპერტული დასკვნების მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობა ააშენა.

კომპანია რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, ელგუჯა ქებურიას ეკუთვნის, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს.

Post navigation

Previous: დააკავეს მამა, რომლისგაც არასრულწლოვანი შვილი ორსულად იყო
Next: მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები განვითარდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 4, 2026
dachra_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში კაცი დაჭრეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 31, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ avariuli saxli_AJARATIMES.GE (2)
  • ბათუმი

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ

ნოემბერი 4, 2026
ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში _AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში

ნოემბერი 4, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს

ნოემბერი 4, 2026
ბათუმში ავტომობილების გამონაბოლქვის ნორმების დარღვევის 141 ფაქტი გამოავლინეს gamonabolqvi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმში ავტომობილების გამონაბოლქვის ნორმების დარღვევის 141 ფაქტი გამოავლინეს

ნოემბერი 4, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ნოემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, eleqtroenergia_AJARATIMES.GE (2)
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 4, 2026
ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ avariuli saxli_AJARATIMES.GE (2) 1
  • ბათუმი

ბათუმში, იმედაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები სახლის ჩამონგრევის საფრთხეზე საუბრობენ

ნოემბერი 4, 2026
ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში _AJARATIMES.GE (1) 2
  • ბათუმი

ჩამონგრეული ჭერი, მორიელები და გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები – რა ხდება ბათუმის №15 ბაღში

ნოემბერი 4, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს

ნოემბერი 4, 2026
ბათუმში ავტომობილების გამონაბოლქვის ნორმების დარღვევის 141 ფაქტი გამოავლინეს gamonabolqvi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ბათუმში ავტომობილების გამონაბოლქვის ნორმების დარღვევის 141 ფაქტი გამოავლინეს

ნოემბერი 4, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ნოემბერი 4, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.