Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რატომ გაურბიან კერძო სკოლების წარმომადგენლები რუსულ კანონზე საუბარს

სულხან მესხიძე ივლისი 24, 2024
ara rusul kanons_AJARATIMES.GE

„ხელისუფლების წნეხი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე ძალიან დიდია, არცერთ მმართველ პარტიას არ მოსწონებია დამოუკიდებელი, ავტონომიური, ნომენკლატურულ დღის წესრიგს გაცდენილი მასწავლებელი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება,“ – ეს ამონარიდი იმ პეტიციიდან არის, რომელიც პედაგოგებმა შეიმუშავეს. მასწავლებლები ამ ფორმით რუსულ კანონს ეწინააღმდეგებიან

მათი მოსაზრებით, დღეს თუ არ დავარქვით სახელი მოვლენებს, ხვალ უკვე შესაძლებლობაწართმეულ საქართველოში გავიღვიძებთ და საკლასო კედლებში არც დემოკრატიის პრინციპებზე საუბარს ექნება აზრი და არც ქართული მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის ძეგლების მნიშვნელობაზე.

ინფორმაციისთვის: პეტიციის ავტორები მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები: ლადო აფხაზავა, გიორგი ჭაუჭიძე, სოფო გოგოხია, როლანდ შავაძე არიან.

რატომ არის მნიშვნელოვანი გაგაჩნდეს პოზიცია, მაშინ, როცა საქმე ქვეყნის მომავალს ეხება – ამ თემაზე „აჭარა თაიმსი“ პეტიციის ერთ-ერთ ინიციატორს ესაუბრა.

» როლანდ შავაძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი:

ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არაერთ პროექტს ახორციელებს საქართველოში, ცხადია მათი უმრავლესობა აგენტად რეგისტრაციას არ აპირებს, შესაბამისად საზოგადოება სერვისების გარეშე რჩება. ასევე, ქვეყანა დაკარგავს ავტორიტეტულ ორგანიზაციებს.

ახლა, რაც შეეხება პედაგოგების პოზიციებს – გარდა იმისა, რომ საგაკვეთილო და საგანმანათლებლო პროცესების კვალიფიციურად წარმართვის ვალდებულება გაგვაჩნია, ასევე, იმის ვალდებულებაც გვაქვს რომ სკოლის მიღმა სამოქალაქო აქტივიზმში ვიყოთ ჩართულები. დღეს ქვეყანაში ასეთი მწვავე პრობლემაა, ქვეყანა პოლიტიკურ კურსს ცვლის და ევროპის ნაცვლად მიგვაქანებენ რუსეთისკენ, ამ შემთხვევაში, როგორც მოქალაქეებმა ჩვენი პოზიცია უნდა დავაფიქსიროთ. ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს, რადგან ჩვენს უკან დიდი საზოგადოებაა და ვიღაცისთვის მასწავლებლები ავტორიტეტები ვართ. შესაბამისად ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს.

საჯარო სკოლების ცალკეული მასწავლებლები საჯარო პოზიციებით გამოირჩევიან, რასაც ვერ ვიტყვით კერძო სექტორზე. სამწუხაროდ კერძო სკოლები არ არიან მთლად თავისუფლები სამინისტროსგან. ეს იმიტომ რომ, ისინი ავტორიზაციის თემით მიბმულები არიან უწყებასთან. ამ ფაქტორის გამო, კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებები პოზიციას ვერ აფიქსირებენ, მათ შიში აქვთ წნეხის.

„აჭარა თაიმსი“ კერძო სკოლების პოზიციითაც დაინტერესდა. ბათუმში, 20-მდე საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ჩვენ ყველა მათგანთან გასაუბრების მცდელობა გვქონდა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულ ნომერზე არ გვიპასუხა. კერძო სკოლების ნაწილთან კომუნიკაცია შედგა, თუმცა ინტერვიუ არა. როგორც კი რუსულ კანონს ვახსენებდით სხვადასხვა, დაუსაბუთებელი მიზეზით, ისინი სატელეფონო საუბრის შეწყვეტას ითხოვნდნენ.

» ვინაიდან კერძო სკოლების წარმომადგენლებთან ვრცელი ინტერვიუ არ შედგა, გთავაზობთ გასაუბრების მცირე ფრაგმენტებს:

  •  სკოლა ნიკე:

ჩვენი სკოლა კერძო სტრუქტუურაა, შესაბამისად ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებთ.

  • ქართულ-ამერიკული სკოლა:

თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს რა პოზიცია გვექნება? კომენტარს არ ვაკეთებთ ამ თემაზე.

  • სკოლა თამარისი:

პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებთ. მითუმეტეს მაგ კანონზე ვერაფერს გეტყვით.

  • მასტერკლასი სკოლა-ლიცეუმი:

რა თქმა უნდა რუსული კანონის წინააღმდეგი ვართ ყველა ვინც, ჩვენი ქვეყნის მომავალზე ვფიქრობთ. ეს ჩემი პირადი აზრია.

  • მეგა სკოლა:

ვერ გიპასუხებთ კითხვაზე.

  • მომავლის სკოლა:

არა რუსულ კანონს! ქართული სულისკვეთებით, ევროპული გამოცდილებით – ეს არის ჩვენი პოზიცია. სკოლა აპოლიტიკურია, თუმცა ვასწავლით იმას, რათა განვითარდეთ სამომავლოდ. ოკუპანტს როგორც წესია ისე უნდა ვუპასუხოთ, მაგრამ ვიმეორებ ჩვენ აპოლიტიკურები ვართ. არ ვარ ამ საკითხის ექსპერტი, მაგრამ სკოლასთან ნუ მაიგივებთ, ჩემი პირადი მოსაზრებაა რომ არ უნდა მიეღოთ ეს კანონი.

— ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესის ადმინისტრაციასაც დავუკავშირდით, თუმცა თემაზე დაწესებულებაში კომენტარი არ გააკეთეს.

 


აქვე დაგაინტერესებთ ⇓

  • გრანტები რუსული კანონის მხარდამჭერ მერიებს
  • რუსული კანონის ამოქმედებამდე სულ ცოტა დრო რჩება – რას აპირებს რეგიონული მედია

 

Post navigation

Previous: შუახევში ქართულ ჭიდაობაში ღია ტურნირი გაიმართა
Next: პოლიტიკური კამპანია და საინფორმაციო მანიპულაციები ტიკტოკზე

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

სულხან მესხიძე მაისი 31, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 30, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

აჭარა თაიმსი მაისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

მაისი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026
ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში რამდენჯერმე გაისროლეს – სავარაუდოდ დაჭრილია ერთი პირი

მაისი 31, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664 4
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.