Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

გრანტები რუსული კანონის მხარდამჭერ მერიებს

სულხან მესხიძე ივლისი 22, 2024
grantebi_AJARATIMES.GE

„აჭარა თაიმსი“ დაინტერესდა თუ რა გაკეთდა 2020-24 წლებში დონორების დახმარებით აჭარის მუნიციპალიტეტებში. ირკვევა, რომ თითქმის ყველა მერიამ, რომელთა ხელმძღვანელი პირები რუსული კანონის მხარდამჭრები არიან, მიიღეს ფინანსური სარგებელი, რის შედეგადაც რეგიონში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

“აჭარა თაიმსმა” საჯარო ინფორმაცია აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა.

ხულოს მუნიციპალიტეტმა ევროკავშირისგან გრანტის სახით 184 106 ლარი მიიღო, რაც დაბა ხულოსა და სოფელ ქედლების საბავშვო ბაღების ენერგოეფექტურობის გაზრდასა და განახლებული ტექნოლოგიების მონტაჟს მოხმარდა. მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტმა ასევე, გრანტის შედეგად ინტენსიური თერაპიის რეანიმობილი შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ 2020-24 წლებში დონორებისგან გრანტი არ მიუღია შუახევის მუნიციპალიტეტს.

დონორების მხარდაჭერით, 2021 წელს, ქედის მუნიციპალიტეტმა ავტობუსი შეიძინა. უწყებამ იაპონიის საელჩოსგან 236 892 ლარი მიიღო. ახალი ელექტრო ავტობუსით დაბა ქედაში გადაადგილება უფასოა. ტრანსპორტი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა კი 2022 წელს იაპონიის საელჩოსაგან გრანტის სახით, 75 352 დოლარი მიიღო. თანხა ერთი ტრაქტორის შეძენას მოხმარდა, რაც როგორც უწყებაში განმარტავენ კატასტროფებზე დროული რეაგირებასა და რისკის შემცირებისთვისაა განკუთვნილი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში „აჭარა თაიმსს“ განუცხადეს, რომ ორი წარმატებული საგრანტო განაცხადი აქვთ. ერთ შემთხვევაში, 5 000 ევროს ოდენობით მიიღეს, რომლის ფარგლებშიც პროექტი „შემოქმედებითი სივრცეების ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა“  განახორციელეს, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსდა.

„პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერება. ქობულეთის მუნიციპალიტეტში არაერთი შენობა-ნაგებობაა, რომელთა რეაბილიტაციაც, მათთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ხელოვნების დარგის განვითარების საქმეში, ასევე მნიშვნელოვანია კულტურის სფეროს წარმომადგენელთა საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

გვაქვს მოლოდინი, რომ შემოქმედებითი სივრცეების აღნუსხვა შემდგომი განახლებისა თუ ახლის შექმნის პერსპექტივით, მუნიციპალიტეტის ძირითად, ტურიზმის მიმართულებაზე დადებით ზეგავლენას მოახდენს სეზონურობის გაზრდის მხრივ,“ – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

მეორე გრანტი, რაც ზღვისპირა ქალაქმა მიიღო 298 528 ევროს ოდენობისაა. პროექტი შავი ზღვის რეგიონში კლიმატის ცვლილებისთვის ადგილობრივი ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს. მერია აღნიშნულ პროექტს ხუთ პარტნიორთან ერთად ახორციელებს, მათ შორისაა თურქეთი, საბერძნეთი და უკრაინა.

პროექტის ფარგლებში ქობულეთში, კერძოდ მისამართზე: კაიკაციშვილის ქუჩა, გელაურის დასახლება, ფართობი – 1238.00 კვ.მ. მოეწყობა მწვანე პარკი.

„გელაურის მწვანე პარკის მშენებლობის მიზანია მოეწყოს ახალი მწვანე სივრცე მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სადაც ირგვლივ არეალში არ არის არც ერთი რეკრეაციული მწვანე სივრცე,“ – აცხადებენ მერიაში.

გრანტებით მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა ბათუმის მერიამაც. უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს, UNDP-ისგან მიღებული 25.4 ათასი ლარით განხორციელდა პროექტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, რაც „მუნიციპალური გარდაქმნის პორტფელის შექმნასა და მათ დანერგვას ითვალისწინებს“.

ბათუმის მერიამ, 2023 წელს, ამავე ორგანიზაციისგან, იდენტური პროექტისთვის კიდევ ერთი გრანტი მიიღო. ამ შემთხვევაში თანხის მოცულობა 175,6 ათასი ლარს შეადგენდა.

KfW Development Bank-ისგან ბათუმის მერიამ 2020-24 წლებში, საერთო ჯამში 2 410 725,36 ევრო მიიღო, რაც კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას მოხმარდა.

აქვე დაგაინტერესებთ: რა დახმარება გაუწია მეწარმეებს USAID-მა აჭარაში

Post navigation

Previous: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
Next: ბათუმში დაიღუპა კაცი, რომელსაც მანქანა შეეჯახა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026
qurdoba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026
police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ოქტომბერი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 30, 2026
შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს qurdoba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ოქტომბერი 30, 2026
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა police_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში 6 პირი დააკავეს, მათ შორის უცხო ქვეყნის 3 მოქალაქეა

ოქტომბერი 30, 2026
ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა _AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა

ოქტომბერი 30, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 30, 2026
შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან qobuleti_AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

შუქნიშანი, რომელსაც ქობულეთელები წლებია ელოდებიან

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა sursatis erovnuli saagento_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში რესტორან „ღელეღურდანს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

ოქტომბერი 30, 2026
ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს qurdoba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

ოქტომბერი 30, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.