Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რა აჩვენა ბათუმის საკრებულოს 2023 წლის საქმიანობის კვლევამ

admin 06/08/2024
batumis meria_AJARATIMES.GE

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა  ბათუმის საკრებულოს მიერ გაწეული საქმიანობა 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ანგარიში, რომელიც ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მოიცავს ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინებაც საკრებულოს მომავალ საქმიანობაში დაეხმარება.

ძირითადი მიგნებები:

  • ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ რგოლს სუსტ კონტროლს უწევს, რაც ძირითადად იმით აიხსნება, რომ „ქართული ოცნების” უმრავლესობას მერიის კონტროლის პოლიტიკური ნება არ აქვს;
  • საკრებულოში ძირითადად მმართველი პარტიის მიერ ჩამოყალიბებული ფრაქციის ინიციატივებს უჭერენ მხარს, ოპოზიციური ფრაქციების წინადადებები კი ხშირ შემთხვევაში სხდომაზეც არ გააქვთ;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს 12 და ბიუროს 24 სხდომა გაიმართა. დადებითად შეიძლება შეფასდეს ის, რომ ბათუმის საკრებულოს საანგარიშო პერიოდში რიგგარეშე სხდომა არ მოუწვევია, კომისიების სხდომები კი კვორუმის არარსებობის გამო არ ჩაშლილა;
  • საკრებულომ მიიღო 42 დადგენილება, რომელთაგან 40 დადგენილების ინიციატორი და ავტორი იყო ბათუმის მერი, 2 დადგენილებისა – საკრებულო;
  • საკვლევ პერიოდში საკრებულოს არ მოუწვევია დამოუკიდებელი აუდიტორი მერიის საქმიანობის გასაკონტროლებლად;
  • საანგარიშო პერიოდში საკრებულოს წევრებზე და აპარატის თანამშრომლებზე ხელფასის სახით გაიცა 2,175,343 ლარი, მათ შორის დეპუტატებზე 993,423 ლარი და აპარატის თანამშრომლებზე 1,181,920 ლარი;
  • საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გაცემული შრომის ანაზღაურებიდან 93,626 ლარი არის პრემია/დანამატები;
  • 2023 წელს საკრებულოს დეპუტატების და აპარატის თანამშრომლების სატელეფონო კომუნიკაციების მომსახურებისათვის დაიხარჯა 23,392 ლარი, საკრებულოს სატრანსპორტო პარკის მოვლა-შენახვისათვის – 18,309 ლარი და საწვავით უზრუნველყოფისათვის – 73,851 ლარი;
  • მნიშვნელოვნად გაუარესდა ბათუმის საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ხარისხი.

ინფორმაციისთვის: ორგანიზაციამ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის შეფასების ანგარიში 2021 წლის სექტემბერში, ხოლო 2022 წლის საქმიანობის შეფასების ანგარიში 2023 წლის ივლისში გამოაქვეყნა.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ბათუმის ინკლუზიური დასის ხელმძღვანელობა მერს მიმართავს
Next: ქობულეთის კულტურის სახლის რეაბილიტაცია ვერ სრულდება – მერია კითხვებს გაურბის

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

admin 13/10/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

admin 13/10/2025
dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

admin 12/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე _AJARATIMES.GE
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

13/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025
ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

12/10/2025
“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება ragbi_AJARATIMES.GE
  • სპორტი

“რ/კ ბათუმის” წაუგებელი სერია გრძელდება

11/10/2025
წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე _AJARATIMES.GE 1
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

13/10/2025
აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარაში ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ბრალდებით სამი პირი დავაკავეთ – სუსი

13/10/2025
ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს  policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს 

13/10/2025
ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

12/10/2025
ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

12/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.