Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქცია რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ „იმედს“ და „პოსტივის“?

admin Posted on 2 საათის ago
imedi_postivi_AJARATIMES.GE

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ავრცელებს დამატებით განმარტებასა და დეტალურ ინფორმაციას იმ შედეგებზე, რომლებიც მოჰყვება დიდი ბრიტანეთის მიერ სახელისუფლებო პროპაგანდისტული ტელეკომპანიების „იმედისა“ და „POSTV“-სთვის ფინანსური სანქციების დაწესებას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ განმარტავს, რომ სანქციების ეფექტი მხოლოდ ბრიტანეთის იურისდიქციით არ შემოიფარგლება. დასავლური საფინანსო სისტემის ურთიერთდაკავშირებულობის გამო, ამ ტიპის სანქციებს პრაქტიკულად მთელი დასავლური ფინანსური სივრცე ითვალისწინებს. შესაბამისად, ქართული საბანკო სისტემა ვალდებულია დაემორჩილოს ამ შეზღუდვებს.

ორგანიზაციის განმარტებით, სანქციების შედეგად „იმედსა“ და „პოსტივის“ ქართულ ბანკებში ანგარიშები გაეყინებათ და მათთვის ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაცია შეიზღუდება. ეს მოიცავს რეკლამიდან შემოსავლის მიღებას, ხელფასების გაცემას, სესხებისა და სხვა ფინანსური სერვისების გამოყენებას.

ამასთან, TI მიუთითებს, რომ სანქცირებულ ტელეკომპანიებთან ფინანსური ან სხვა სახის თანამშრომლობა სერიოზულ რისკს უქმნის როგორც კერძო კომპანიებს, ისე სახელმწიფო უწყებებს. მსგავსი ქმედებები შესაძლოა შეფასდეს სანქციების გვერდის ავლის მცდელობად და გამოიწვიოს ე.წ. მეორადი სანქციების ამოქმედება.

ორგანიზაციის შეფასებით, სანქციები გავლენას იქონიებს ტელეკომპანიების თანამშრომლებზეც – მათ შესაძლოა გაუჭირდეთ საბანკო მომსახურების მიღება, სესხებზე წვდომა და საერთაშორისო საქმიანობაში მონაწილეობა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობა მკაცრი მონიტორინგის ქვეშ იქნება, ხოლო დამხმარე პირები და კომპანიები საერთაშორისო პასუხისმგებლობის რისკის წინაშე დადგებიან.

გიორგი კეპულაძე, ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“  ხელმძღვანელი, სკეპტიკურად აფასებს სანქციების პირობებში საკუთარი ბანკის შექმნის შესაძლებლობას. მისი განმარტებით, საქართველოში ბანკის დაფუძნება მხოლოდ სურვილი ან თანხის არსებობა არ არის. პროცესი მკაცრად რეგულირდება და მოითხოვს მინიმუმ 50 მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალს, რომლის გამოყენებაც საოპერაციო მიზნებისთვის დაუშვებელია. ამასთან, ბანკის ინფრასტრუქტურის შექმნა დამატებით ათეულობით მილიონ ლარს საჭიროებს თანამედროვე საბანკო სისტემები, კიბერუსაფრთხოება, ტექნიკური ინფრასტრუქტურა და პროფესიონალი გუნდი.

საქართველოში ბანკის გახსნა ათეულობით მილიონს და მკაცრ რეგულაციებთან შესაბამისობას მოითხოვს – გიორგი კეპულაძე „იმედის“ ბანკზე

შეგახსენებთ, რომ სახელისუფლებო, პროპაგანტისტული ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, საკუთარი ბანკის შექმნას გეგმავს, მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის სანქციების ჩამონათვალში მოექცა.

დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა

Post navigation

Previous: საქართველოში ბანკის გახსნა ათეულობით მილიონს და მკაცრ რეგულაციებთან შესაბამისობას მოითხოვს – გიორგი კეპულაძე „იმედის“ ბანკზე
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 2 საათის ago
giorgi kepuladze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში ბანკის გახსნა ათეულობით მილიონს და მკაცრ რეგულაციებთან შესაბამისობას მოითხოვს – გიორგი კეპულაძე „იმედის“ ბანკზე

admin Posted on 2 საათის ago
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin Posted on 24 საათის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 საათის ago
რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქცია რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ „იმედს“ და „პოსტივის“? imedi_postivi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქცია რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ „იმედს“ და „პოსტივის“?

Posted on 2 საათის ago
საქართველოში ბანკის გახსნა ათეულობით მილიონს და მკაცრ რეგულაციებთან შესაბამისობას მოითხოვს – გიორგი კეპულაძე „იმედის“ ბანკზე giorgi kepuladze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში ბანკის გახსნა ათეულობით მილიონს და მკაცრ რეგულაციებთან შესაბამისობას მოითხოვს – გიორგი კეპულაძე „იმედის“ ბანკზე

Posted on 2 საათის ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

Posted on 3 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 24 საათის ago
ბათუმში, სურსათისა და ხორცპროდუქტების მაღაზია გატეხეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, სურსათისა და ხორცპროდუქტების მაღაზია გატეხეს

Posted on 1 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 საათის ago
რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქცია რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ „იმედს“ და „პოსტივის“? imedi_postivi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

რა პრობლემებს შეუქმნის ბრიტანული სანქცია რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ „იმედს“ და „პოსტივის“?

Posted on 2 საათის ago
საქართველოში ბანკის გახსნა ათეულობით მილიონს და მკაცრ რეგულაციებთან შესაბამისობას მოითხოვს – გიორგი კეპულაძე „იმედის“ ბანკზე giorgi kepuladze_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საქართველოში ბანკის გახსნა ათეულობით მილიონს და მკაცრ რეგულაციებთან შესაბამისობას მოითხოვს – გიორგი კეპულაძე „იმედის“ ბანკზე

Posted on 2 საათის ago
ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

Posted on 3 საათის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 24 საათის ago

სიახლეების კალენდარი

თებერვალი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« იან    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.