„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. ირაკლი ნინიძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა „რაგბი დიდი 10“-ის მეშვიდე ტურში „არმიას“ ანგარიშით 19:25 სძლია.
ბათუმურმა კლუბმა მეტოქეს ჯამში სამი ლელო დაუდო – მახათაძის, ვილიამსისა და ზურა ნინიძის შესრულებით. გუნდს ასევე ორი ჯარიმითა და ორი გარდასახვით დაეხმარა ჯინჭველაშვილი.
„რაგბის კლუბი ბათუმი“ დიდი 10-ის მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს, „რუსთავის ხარების“ წინააღმდეგ გამართავს.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე


