Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

სად დადიოდნენ მივლინებით ქობულეთის მერი და თანამშრომლები

სულხან მესხიძე დეკემბერი 13, 2023
qobuletis.meria_ajaratimes.ge

The Ajara Times-მა ქობულეთის მერიიდან მივლინებების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. ამ სტატიაში ვაპირებდით იმის მოყოლას თუ რაში დახარჯა 2023 წლის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტმა, თუმცა მერიამ მოწოდებულ დოკუმენტში მხოლოდ ვიზიტები ასახა, ფინანსები კი არა.

2023 წლის თებერვალში მუნიციპალიტეტის მერი თბილისში, რეგიონული და მუნიციპალური სტატისტიკის პორტალის პრეზენტაციას დაესწრო, რის შემდეგაც თბილისში, ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში გაატარა ღამე – რამდენი დაუჯდა მუნიციპალიტეტს ლევან ზოიძის მივლინება? საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიუხედავად, ხარჯთაღრიცხვა არ მოგვაწოდეს.

მოწოდებული საჯარო ინფორმაციით, ასევე, ირკვევა რომ ლევან ზოიძე 9 ოქტომბერს, თბილისში გამართულ ტრენინგს დაესწრო.

მერის პირველი მოადგილე, 21-დან 26 თებერვლის ჩათვლით მივლინებით, ქალაქ ვალგაში, ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 105-ე წლის აღნიშვნას დაესწრო. დავით ვერულიძის ვიზიტი ცხადია ბიუჯეტიდან დაფინანსდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც მუნიციპალიტეტმა კალკულაციის შესახებ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

ლიეტუვაში, ქალაქ პალანგას მერის ინაუგურაციის ღონისძიებასა და ფესტივალზე დასასწრებად, ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, დავით ბოლქვაძე და მერის მოადგილე, მინდია რომანაძე იმყოფებოდნენ. მათი მივლინება ხალხის ფულით დაფინანსდა.

ადმინისტრაციის უფროსი 7 აპრილს, თბილისში, მომსახურების სააგენტოში იმყოფებოდა. გელა გოგიტიძის მივლინება მანქანის სანომრე ნიშნის რეგისტრაციასა და აღებას უკავშირდებოდა. დოკუმენტში მკაფიოდ არაა განმარტებული საჯარო მოხელის ერთ დღიანი ვიზიტი დაფინანსდა თუ არა ბიუჯეტიდან.

სამი დღით იმყოფებოდა თბილისში მერიის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ნათია ბასიაშვილის მივლინება, როგორც უწყება საჯარო წერილში განმარტავს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას უკავშირდება. ბასიაშვილი მიმდინარე წელს, ასევე, ტრენინგს დაესწრო ქუთაისშიც. საჯარო მოხელის მივლინებები ბიუჯეტიდან დაფინანსდა, ამ შემთვევაშიც უცნობია ხარჯთაღრიცხვა.

წყალტუბოში გამართულ ტრენინგს ქობულეთის მერიის ხუთი თანამშრომელი დაესწრო. ვახტანგ კაკალაძე – ინფრასტრუქტურის სამსახურის ინსპექტირების განყოფილების უფროსი, გენადი თამაზაიშვილი, მერის წარმომადგენელი ბობოყვათში, ია ბერაძე, საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტი, მალხაზ კვესიეშვილი, მერის წარმომადგენელი ქაქუთში და ნუკრი ჯინჭარაძე მერის წარმომადგენელი კვირიკეში. ამ ხუთი საჯარო მოხელის მივლინებისთვის რამდენი დაიხარჯა ჩვენთვის უცნობია, უწყებამ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

Post navigation

Previous: დაკავება დოკუმენტების გაყალბებისთვის
Next: 14 დეკემბრის ვალუტის კურსი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

gonios poligoni_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის“ – ბსუ-ს პასუხი სავარაუდო შევიწროების საქმეზე

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 2 კილოგრამი მეთადონის ამოღების შედეგად უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი gonios poligoni_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

ნოემბერი 13, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

ნოემბერი 12, 2026
Wendy’s საქართველოში 13 წლისაა att.vVTHTtcXw67nVxHz_Zhh-6GV_c0HB-A_g1UD2LQdhv8
  • რეკლამა

Wendy’s საქართველოში 13 წლისაა

ნოემბერი 12, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 12, 2026
„მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის“ – ბსუ-ს პასუხი სავარაუდო შევიწროების საქმეზე bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის“ – ბსუ-ს პასუხი სავარაუდო შევიწროების საქმეზე

ნოემბერი 12, 2026
ბათუმში 2 კილოგრამი მეთადონის ამოღების შედეგად უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში 2 კილოგრამი მეთადონის ამოღების შედეგად უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 12, 2026
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი gonios poligoni_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

ნოემბერი 13, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

ნოემბერი 12, 2026
Wendy’s საქართველოში 13 წლისაა att.vVTHTtcXw67nVxHz_Zhh-6GV_c0HB-A_g1UD2LQdhv8 3
  • რეკლამა

Wendy’s საქართველოში 13 წლისაა

ნოემბერი 12, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 12, 2026
„მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის“ – ბსუ-ს პასუხი სავარაუდო შევიწროების საქმეზე bsu_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

„მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის“ – ბსუ-ს პასუხი სავარაუდო შევიწროების საქმეზე

ნოემბერი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.