შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს დიდი პარტია აღმოაჩინეს. უცხო ქვეყნის მოქალაქის ფიზიკური და ბარგის დეტალური დათვალიერებისას, ეჭვის საფუძველზე, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს, რომლის საერთო წონა 755,66 გრამია. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 189 754,19 ლარი შეადგინა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთი სამართალდამრღვევის საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. დანარჩენი ორი პირი კი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 145 074,58 ლარით დაჯარიმდა.
ოფიციალური მონაცემებით, გამოვლენილი ფაქტები „სარფთან“ ერთად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტზეც დაფიქსირდა.



