Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

საქართველომ შესაძლოა, უვიზო სტატუსი მთლიანად დაკარგოს – ევროკომისია

აჭარა თაიმსი დეკემბერი 19, 2025
uvizo_AJARATIMES.GE

ევროკომისიამ 19 დეკემბერს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც პარტნიორი ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხება.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ, არსებული ტენდენციების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, საბოლოოდ დაკარგოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სტატუსი.

ანგარიშის მიხედვით, ევროკომისია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების მდგომარეობის გამო. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ევროკომისიამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადაედგა ნაბიჯები არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და შეესრულებინა ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციები, თუმცა პროგრესი არ დაფიქსირებულა.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ დაარღვია ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული არაერთი ვალდებულება და ვერ დანერგა ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკუსვლას აქვს სისტემატური და მიზანმიმართული ხასიათი, რის გამოც კომისია შესაბამისი ზომების მიღებას განიხილავს შეცვლილი ვიზის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შევა.

ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ შესაძლო შეზღუდვები ეტაპობრივად შეიძლება ამოქმედდეს. პირველ ეტაპზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურისა და ოფიციალური პასპორტის მფლობელებს, რომლებიც, ევროკომისიის შეფასებით, ძირითადად პასუხისმგებელნი არიან რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე. ამასთან, ევროკომისია არ გამორიცხავს, რომ მეორე ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელ მოსახლეობაზეც გავრცელდეს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება არსებულ პრობლემებს არ მოაგვარებს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკიდურეს შემთხვევაში საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო სტატუსი და გადაინაცვლოს ევროკავშირის იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ.
ანგარიშის საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ნაწილში ევროკომისია აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც პარტნიორი ქვეყნების უმეტესობა ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულებას ახერხებს, საქართველომ მანამდე გატარებული რეფორმების ნაწილი გააუქმა. ასევე საუბარია ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების რისკებზე, რომლებიც, ევროკომისიის შეფასებით, რუსულ გავლენასთან არის დაკავშირებული.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს
Next: ბათუმში ერთი ადამიანი დაჭრეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ქართველმა მეზღვაურმა ხმელთაშუა ზღვაში 36 მიგრანტი გადაარჩინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 5, 2026
migrantebi_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველოდან უცხო ქვეყნის 96 მოქალაქე გააძევეს

აჭარა თაიმსი ივლისი 30, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026
ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აგვისტო 7, 2026
თურქეთის მიერ ძებნილი ორი პირი საქართველოში დააკავეს, ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თურქეთის მიერ ძებნილი ორი პირი საქართველოში დააკავეს, ამოღებულია იარაღი და საბრძოლო მასალა

აგვისტო 7, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE 2
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში, ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

აგვისტო 7, 2026
ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ფალსიფიცირებული ალკოჰოლისა და ყალბი აქციზური მარკების დამზადების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აგვისტო 7, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.