Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

საქართველოს უნივერსიტეტის ციფრული ბიბლიოთეკა – ძველი წიგნების ახალი სიცოცხლე

admin 22/11/2024
IMG_1129

ციფრულ ეპოქაში მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურის გაციფრულება ძალიან მნიშვნელოვანია. ის ზრდის ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობას და აგრეთვე უზრუნველყოფს ამ ფასდაუდებელი ნაშრომების აღდგენასა და შენარჩუნებას.

სწორედ ამიტომ, საქართველოს უნივერსიტეტის პროექტი — ქართული ენის ციფრული ლაბორატორია მიზნად ისახავს ყველა მნიშვნელოვანი ქართულენოვანი პუბლიკაციის გაციფრულებას და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული ფონდის ბაზაზე ციფრული საცავის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ 1629 წლიდან დღემდე ქართულად დაახლოებით 250 000 ბეჭდური ერთეულია გამოცემული. პროექტის მიხედვით, თავდაპირველად ყურადღება გამახვილებულია სამეცნიერო პერიოდიკასა და მონოგრაფიებზე, რომელთა შორისაც ზოგიერთი ნამუშევარი არასოდეს ყოფილა გაციფრულებული, ზოგს კი უხარისხო სკანირება ჰქონდა. თუმცა, როგორც პროექტის გუნდის წევრები გვამცნობენ, მკაცრი დიგიტალიზაციის სტანდარტების დაცვით მოხდა მათი ხელახლა სკანირება და დაემატა ძიების ფუნქცია: „ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენ მიერ შემუშავებული გაციფრულების სტანდარტით, რაც გულისხმობს ძველი, გაყვითლებული, დაზიანებული წიგნებისგან მკაფიო, უხარვეზო და ძებნის ფუნქციით აღჭურვილი დოკუმენტების შექმნას, რომელიც მოცულობისა და ხარისხის თვალსაზრისით ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს“.

ციფრულ ბიბლიოთეკაში წიგნები კლასიფიცირდება ორ კატეგორიად: საავტორო უფლებით დაცული წიგნები და წიგნები, რომლებზეც საავტორო უფლებები არ ვრცელდება. სწორედ ამიტომ, წიგნებზე, რომლებიც დაცულია საავტორო უფლებით, ღია წვდომა შეზღუდულია და ისინი ექსკლუზიურად მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ავტორიზებული მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი. იმ წიგნებზე კი, რომლებზეც საავტორო უფლებები არ ვრცელდება, ყველა მსურველს ექნება წვდომა. აღსანიშნავია, რომ წიგნების გადმოწერა არცერთი ფონდიდან არაა შესაძლებელი და მსურველები სარგებლობას მხოლოდ ბიბლიოთეკის გვერდზე შეძლებენ.

და ბოლოს, პროექტის გუნდი ღიაა თანამშრომლობისთვის ბუკინისტებსა და ბიბლიოთეკებთან, რომლებიც მზაობას გამოთქვამენ, ხელი შეუწყონ ციფრული ბიბლიოთეკის გამდიდრებას მათ საკუთრებაში არსებული წიგნებით. ეს თანამშრომლობა კი, რა თქმა უნდა, უზრუნველყოფს პროექტის თავდაპირველ მიზანს — წიგნების შენარჩუნებასა და საქართველოს კულტურულ და ლიტერატურულ მემკვიდრეობის ფართო მასებისთვის გაზიარებას.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: განხილვის ვადა ერთი თვეა – მერაბ ტურავა საკონსტიტუციო სარჩელზე
Next: ბათუმში, გაყალბებული არჩევნების გამო, მორიგი აქცია გაიმართება

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • რეკლამა

წლის პირველ ნახევარში 25 მლნ ლარი გავიდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ჰესებს არ ვაშენებთ – ნოდარ სირბილაძე

admin 13/10/2025
რატომ არის მნიშვნელოვანი არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოება და რას ნიშნავს ხარისხის ინფრასტრუქტურა
  • რეკლამა

რატომ არის მნიშვნელოვანი არასასურსათო პროდუქტების უსაფრთხოება და რას ნიშნავს ხარისხის ინფრასტრუქტურა

admin 02/10/2025
_AJARATIMES.GE
  • რეკლამა

„ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს სარგებელს იმ პროექტებიდან, რომლებიც მათ გარშემო ხორციელდება“ – რას გულისხმობს GREDA-ს კანონპროექტი

admin 29/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი თურქი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი თურქი მოქალაქე დააკავეს

25/10/2025
ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს policia da saswrafo_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

24/10/2025
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

24/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

23/10/2025
ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი

23/10/2025
აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

23/10/2025
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი თურქი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი სამი თურქი მოქალაქე დააკავეს

25/10/2025
ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს policia da saswrafo_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

24/10/2025
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა _AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

24/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

23/10/2025
ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი

23/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.