Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

cropped-lelo-ads.jpg
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

სესხზე ყოველთვიური შენატანი 185 000-მდე მსესხებელს შეუმცირდება – “საზოგადოება და ბანკები”

admin 13/03/2024
fuli_ajaratimes.ge

“საზოგადოება და ბანკებმა” ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ირკვევა, რომ 2024 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 183,511 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 185,000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.

“183,511 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.3 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.3 მლრდ. ლარის (43%).

დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული – 6.3 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+32%, 1 იანვარი, წ.წ.), იპოთეკური სესხების და ბიზნეს სესხების მოცულობა კი 8%-ით და 13%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ანალოგიურ პერიოდიში. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 198,536 ლარს, იპოთეკურის 53,315 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 27,574 ლარს შეადგენს.

2018 წლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები დაახ. 20 მლრდ. ლარით გაიზარდა 29 მლრდ. ლარამდე 2024 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით. წლიურმა ზრდამ 17% შეადგინა, რაც 2018-2023 წლების საშუალო ზრდის ტოლფასია (+18%).

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 43%-ს შეადგენს და 10 მლრდ. ლარით აღემატება 2018 წლის საშუალო მაჩვენებელს.

2024 წლის 1 თებერვლის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5% შეადგინა, რაც დაახ. 0.6%-ით ნაკლებია 2023 წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (17.1%).

2023 წლის დასაწყისიდან ინფლაცია მნიშვნელოვნად მცირდება და 2024 წლის თებერვლის თვეში 0.3% შეადგინა, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით. რეფინანსირების განაკვეთი ანალოგიურ პერიოდში 11%-დან 8.5%-მდე შემცირდა და შემცირება დაიწყო 2023 წლის მაისის თვიდან.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება დაკავშირებულია მკვეთრად შემცირებულ ინფლაციასთან. მიმდინარე წელს ფასების ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ დაბალი იქნება, შესაბამისად რეფინანსირების განაკვეთი, დიდი ალბათობით, წლის განმავლობაში კიდევ შემცირდება,” – აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: საბანკო ვალდებულება, რომლისგანაც პენსიონერები თავს ვერ აღწევენ – რა ინიციატივა აქვთ “მოქალაქეებს”
Next: გახშირებული ავარიები და მუნიციპალური ავტობუსის კანონდამრღვევი მძღოლები

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება

admin 28/09/2025
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

admin 26/09/2025
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

admin 26/09/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება

28/09/2025
ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

26/09/2025
ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდებისთვის დემოკრატიის სასწავლო კურსი იწყება

28/09/2025
ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

27/09/2025
„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„რაგბის კლუბმა ბათუმმა“ მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო

27/09/2025
როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას hesi_AJARATIMES.GE 4
  • მოსაზრება

როგორ აგვარებს ჰესების მშენებლობა წყლის პრობლემას

27/09/2025
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

26/09/2025

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.