Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

სულხან მესხიძეზე თავდასხმის ფაქტი მედიის თავისუფლების მსოფლიო რუკაზე აისახა

აჭარა თაიმსი მაისი 27, 2025
sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE

„აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელსა და დირექტორ სულხან მესხიძეზე განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის ფაქტი მედიის თავისუფლების რუკაზე აისახა.

მედიის თავისუფლების რუკა ასახავს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებს მთელს ევროპაში და წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების დოკუმენტირებას საერთაშორისო დონეზე.

აღნიშნულ რუკას მართავს პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი. მექანიზმი მოქმედებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და კანდიდატ ქვეყნებში, რაც მიზნად ისახავს მედიის თავისუფლებაზე თავდასხმების მონიტორინგსა და მათზე რეაგირებას.

ინციდენტი, რომელიც რუკაზე დაფიქსირდა, ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომის მიმდინარეობისას მოხდა. სულხან მესხიძე შეეცადა სხდომის გაშუქებას, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არ მიეცა. საჯარო მოხელეების მხრიდან თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება დაიწყო, რასაც მალევე ფიზიკური ძალადობა მოჰყვა. ჟურნალისტი სხდომათა დარბაზიდან მერიის თანამშრომლებმა იძულებით გამოათრიეს – ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების გადაგრეხვის პრინციპით.

მედიის თავისუფლების რუკაზე ინციდენტის ასახვა ხაზგასმით მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რასაც ადგილობრივ ჟურნალისტებზე ზეწოლა და ძალადობა წარმოადგენს. ინტერაქტიური პლატფორმა Alert Explorer საჯაროდ ხელმისაწვდომია და მასზე განთავსებული ფაქტების მონიტორინგი, მოძიება და ანალიზი ნებისმიერს შეუძლია.

ცნობისთვის: შსს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თავდასხმის ფაქტზე ამ დრომდე გამოძიება არ დაუწყია.


სულხან მესხიძეზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, რომელიც პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ამ ინციდენტით და სწრაფად გამოიძიოს მომხდარი. ქარტიის განცხადებით, ადგილობრივ მედიას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში საჯარო სხდომებზე დასწრების შესაძლებლობას სულ უფრო ხშირად არ აძლევენ და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ზღუდავენ.


ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომიდან „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტის გაძევების ფაქტს გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიციაც“

„კოალიცია მკაცრად გმობს ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე „აჭარა თაიმსის” გადამღებ ჯგუფზე ფიზიკურ ძალადობას და მისი სხდომიდან გაძევების ფაქტს. ჟურნალისტების მიმართ ყოველგვარი ძალადობა დაუშვებელია და წარმოადგენს ღია თავდასხმას მედიის თავისუფლებაზე“.

Post navigation

Previous: კარჩაკეტილი მმართველობა აჭარაში – ცოტნე ანანიძე თვითიზოლაციის პოლიტიკაზე კითხვებს არ პასუხობს
Next: ვახტანგ გომელაური გელა გელაძემ ჩაანაცვლა – საკადრო ცვლილებები შსს-ში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
zurab karchava_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026
cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა – მედია

აჭარა თაიმსი ივნისი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

სარფში დააკავეს კაცი, რომელიც, გამოძიების ვერსიით, მამის მკვლელობის შემდეგ ქვეყნის დატოვებას ცდილობდა policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში დააკავეს კაცი, რომელიც, გამოძიების ვერსიით, მამის მკვლელობის შემდეგ ქვეყნის დატოვებას ცდილობდა

ივლისი 18, 2026
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის გამო ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა ერთ საათზე მეტია ჩაკეტილია _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის გამო ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა ერთ საათზე მეტია ჩაკეტილია

ივლისი 18, 2026
აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ

ივლისი 18, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 17, 2026
„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ შუახევში მათი გუნდის წევრებისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადეს shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ შუახევში მათი გუნდის წევრებისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადეს

ივლისი 17, 2026
აჭარასა და გურიაში ვალუტის გადამცვლელი 22 უკანონო პუნქტი გამოავლინეს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარასა და გურიაში ვალუტის გადამცვლელი 22 უკანონო პუნქტი გამოავლინეს

ივლისი 17, 2026
სარფში დააკავეს კაცი, რომელიც, გამოძიების ვერსიით, მამის მკვლელობის შემდეგ ქვეყნის დატოვებას ცდილობდა policia_AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

სარფში დააკავეს კაცი, რომელიც, გამოძიების ვერსიით, მამის მკვლელობის შემდეგ ქვეყნის დატოვებას ცდილობდა

ივლისი 18, 2026
სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის გამო ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა ერთ საათზე მეტია ჩაკეტილია _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილის გამო ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა ერთ საათზე მეტია ჩაკეტილია

ივლისი 18, 2026
აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ

ივლისი 18, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 17, 2026
„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ შუახევში მათი გუნდის წევრებისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადეს shuaxevi_AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

„გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ შუახევში მათი გუნდის წევრებისთვის პროვოკაციის მოწყობა სცადეს

ივლისი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.