Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 27, 2024
_AJARATIMES.GE

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება, ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა დანიშნა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, არაპირდაპირი წესით გაიმართება. 14 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია, რომელშიც მყარ უმრავლესობას, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩვენი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ ფლობს. აქედან გამომდინარე იმთავითვე ცხადია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პოსტს „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დაიკავებს. მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. მიხეილ ყაველაშვილს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების განმავლობაში ის, როგორც წარმატებული სპორტსმენი იცავდა საქართველოს ღირსებას. მიშა იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი, ის არის რამდენიმე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი. მისი საფეხბურთო კარიერა უკავშირდება თბილისის “დინამოს”, “ვლადიკავკაზის ალანიას”, “მანჩესტერ სიტის”, წამყვან შვეიცარიულ საფეხბურთო კლუბებს. პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც, მიხეილ ყაველაშვილის ყოველთვის უკომპრომისოდ გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მან უდიდესი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაში“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საჯარო ცნობების თანახმად, მიხელ ყაველაშვილს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ გააჩნია. განათლების შესახებ გრაფა ცარიელია და ინფორმაცია არც სხვა საჯარო წყაროებში მოიპოვება.

„უპირველესად დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა ამ ადამიანთან ერთად რომ მიწევს. დიდი მადლობა, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე, მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი – საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას. ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული. რადიკალიზაცია, პოლარიზაცია გაღვივებულია, მითუმეტეს, რომ ჩვენი არაკეთილმოსურნე „მეგობრები“, ასევე ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი გვაქვს. მთავარი მოცემულობაა, რომ სწორედ, ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: აჭარის ერთპარტიული უმაღლესი საბჭო შეიკრიბა – ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა თანამდებობები გადაინაწილეს
Next: დინამო ბათუმმა თბილისის დინამოს მატჩი მოუგო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

აჭარა თაიმსი ნოემბერი 8, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 6, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ნოემბერი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.