Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

„ქართული ოცნება“ მშვიდობიანი დემონსტრაციების დასაშლელად უკანონოდ იყენებდა ქიმიურ საშუალებებს – საია

აჭარა თაიმსი მაისი 2, 2025
specrazmi_AJARATIMES.GE

ფოტო: აჭარა თაიმსი / ბაჩანა საჯაია

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” განცხადებით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, ხელისუფლება მშვიდობიანი აქციების დასაშლელად სისტემურად და უკანონოდ იყენებდა ქიმიურ საშუალებებს, მათ შორის ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლში შერეულ ქიმიურ გამაღიზიანებლებს.

როგორც ორგანიზაცია აცხადებს, დემონსტრანტებზე გამოყენებულმა ქიმიკატებმა რიგ შემთხვევაში სერიოზული ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

საიას ინფორმაციით, დაზარალებულთა ნაწილს თვეების განმავლობაში დასჭირდა მკურნალობა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობამ მნიშვნელოვნად იმოქმედა როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ისე პროფესიული საქმიანობის შესრულებაზე. სოციალურ ქსელებში დღემდე ვრცელდება ინფორმაცია ქიმიური ექსპოზიციის შედეგად მიღებული ზიანის შესახებ.

აქციის მონაწილეები, რომლებმაც წარსულშიც გამოკვლიეს ცრემლსადენი გაზის მოქმედება, აცხადებენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში გამოყენებული ქიმიური საშუალებები გაცილებით ძლიერი სიმპტომებით ხასიათდებოდა, ვიდრე 2024 წლის გაზაფხულის აქციების დროს.

დღემდე უცნობია, კონკრეტულად რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საიამ ამასთან დაკავშირებით 2025 წლის 28 იანვარს უწყებას მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია. არც ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა ინფორმაცია ქიმიური შემადგენლობის შესახებ და განმარტა, რომ ასეთი მონაცემები არ გამოუთხოვიათ „საჭიროების არარსებობის გამო“.

ორგანიზაციის შეფასებით, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული საშუალებები და მათი გამოყენების მეთოდები არამარტო უკანონო, არამედ ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საშიში იყო. ცრემლსადენი გაზი ხშირად ისროლეს ისე, რომ მოქალაქეებს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა არ ჰქონდათ. აღირიცხა შემთხვევები, როცა გაზის კაფსულები მიზანმიმართულად ისროლეს დემონსტრანტების მიმართულებით ან ჩამოაგდეს შენობების სახურავებიდან, რაც მაღალი რისკის შემცველი პრაქტიკაა.

საიას განცხადებით, ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლში შერეული ქიმიური გამაღიზიანებლები – რაც საერთაშორისო სტანდარტებით მიუღებელი და ჯანმრთელობისთვის სახიფათო პრაქტიკად ითვლება. წყლის ქიმიური შემადგენლობა იმდენად ძლიერი იყო, რომ დემონსტრანტები მასთან მცირე შეხების შემთხვევაშიც კი წვისა და ქავილის სიმპტომებს განიცდიდნენ.

საია ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ქმედებები, რიგ შემთხვევებში, არასათანადო მოპყრობას უტოლდებოდა, თუმცა არც ერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი პროტესტის ჩასახშობად გამოყენებული მეთოდები კიდევ ერთხელ მოწმობს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების სისტემურ და ორგანიზებულ ხასიათს.

Post navigation

Previous: აჭარის მთავრობის სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა – მედია არ დაუშვეს
Next: ბათუმში ექსპრეს ლომბარდის 2 ფილიალს შეხვდები – რატომ უნდა აირჩიოთ მისი მომსახურება?

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

kvlevari_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026
rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 2, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია kvlevari_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

ნოემბერი 2, 2026
ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

ნოემბერი 2, 2026
„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“ _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“

ნოემბერი 1, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 1, 2026
ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, ფიროსმანის N1ა-ში მდებარე კორპუსი ავარიულია – კიდევ რა წერია დასკვნაში

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია kvlevari_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

საქართველოში მკვლევართა 55.1% ქალია

ნოემბერი 2, 2026
საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო rusebi saqartveloshi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მათი დანახარჯები შემცირდა – ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან იყო

ნოემბერი 2, 2026
ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 4
  • საქართველო

ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების საქმეზე 3 პირი დააკავეს

ნოემბერი 2, 2026
„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“ _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ 1:0 დაამარცხა „მეშახტე“

ნოემბერი 1, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.