Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ქოლ-ცენტრების საქმეზე ელისო კილაძეა დაკავებული – ათი პირის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

აჭარა თაიმსი თებერვალი 18, 2026
_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ პროკურატურა აცხადებს, რომ ქოლ-ცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებული მორიგი მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა.

უწყების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ათი პირის მიმართ დაიწყო.

პროკურატურის ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძე და მისი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ამასთან, ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ გიორგი მიქაძეს.

ამავე საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული ჟურნალისტი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძესა და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც, პროკურატურის განცხადებით, ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აღიარეს ჩადენილი დანაშაული და ხელი შეუწყვეს ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.

უწყება განმარტავს, რომ 2020-2023 წლებში საქართველოში, მიუხედავად დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, მოქმედებდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. გამოძიების ვერსიით, მათი ნაწილი მფარველობით სარგებლობდა და ორგანიზებულად ახორციელებდა მოქალაქეების მოტყუებას ყალბი საინვესტიციო პლატფორმების გამოყენებით.

გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებულმა ჯგუფმა უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას მოტყუებით დაეუფლა.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ხდებოდა ვირტუალური აქტივების დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებითა და შემდგომ მათი კონვერტაციით, რის შედეგად მიღებული თანხები, პროკურატურის ცნობით, გამოიყენებოდა როგორც ქოლ-ცენტრების საქმიანობის, ისე უძრავ-მოძრავი ქონების შესაძენად.

საქმეზე ბრალდებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს პატიმრობისა და გირაოს შეფარდების მოთხოვნით, ხოლო გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა სხვა შესაძლო ფიგურანტებისა და დაზარალებულების გამოვლენის მიზნით გრძელდება.

Post navigation

Previous: სამსუნი-სარფის რკინიგზა საინვესტიციო პროგრამაში შევიდა
Next: გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა | CPT-ის ანგარიში

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 26, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

აჭარა თაიმსი ივნისი 25, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 26, 2026
ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება kvariati,sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება

ივნისი 26, 2026
ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ივნისი 26, 2026
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

ივნისი 26, 2026
„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

ივნისი 26, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 26, 2026
ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება kvariati,sarfi_AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

ირაკლი კობახიძის თქმით, ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალის მშენებლობა წელს დაიწყება და 2031 წელს დასრულდება

ივნისი 26, 2026
ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

ბათუმსა და ხელვაჩაურში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს

ივნისი 26, 2026
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება – ტერმინალის გამტარუნარიანობა 25%-მდე გაიზრდება

ივნისი 26, 2026
„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

„ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებული კომპანია ანგისაში 103-მეტრიანი კორპუსის აშენებას გეგმავს

ივნისი 26, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.