Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

წელს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მიუხედავად შემცირებული ეფექტურობისა – ინფექციონისტი

აჭარა თაიმსი იანვარი 5, 2026
acra.vaqcina_AJARATIMES.GE

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი გრიპის ვირუსის წლევანდელ შტამთან დაკავშირებით გავრცელებულ მითებსა და ვაქცინის ეფექტურობაზე არსებულ სკეპტიციზმს ეხმაურება. მისი განმარტებით, საზოგადოებაში არასწორად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინამ „არ იმუშავა“, რაც რეალობას არ შეესაბამება.

ბუწაშვილის თქმით, მიმდინარე სეზონზე წამყვანი შტამი არის H3N2 subclade K და არა ე.წ. „ღორის გრიპი“ (H1N1), როგორც ამას ხშირად აცხადებენ. მიუხედავად იმისა, რომ H1N1 ქვეტიპიც ცირკულირებს, წლევანდელი ეპიდემიოლოგიური სურათის მთავარი განმსაზღვრელი სწორედ H3N2-ია.

ინფექციონისტის განმარტებით, ვაქცინის შედარებით დაბალი ეფექტურობა იმით არის განპირობებული, რომ გრიპის ვირუსმა მუტაცია უკვე მას შემდეგ განიცადა, რაც სეზონური ვაქცინა შემუშავებული იყო. როგორც ცნობილია, გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად იმ ქვეტიპებზეა მორგებული, რომლებიც პროგნოზულად უნდა გავრცელდეს სეზონის განმავლობაში. სწორედ ამ მუტაციამ შეამცირა ვაქცინის დაცვითი უნარი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაცია უშედეგოა.

მაია ბუწაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ვაქცინაციას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან H3N2-ის ახალმა ქვეტიპმა ნაწილობრივ „გააღწია“ როგორც ვაქცინით, ასევე წინა ინფიცირებით ჩამოყალიბებულ იმუნურ პასუხს. მისი თქმით, ამ გარემოებამ გარკვეულ ეტაპზე პანდემიური მიმდინარეობის პროგნოზებიც კი გააჩინა, თუმცა ამ ეტაპზე ასეთი სცენარი ნაკლებად მოსალოდნელია.

ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, აცრილი ადამიანებიც ინფიცირდებიან, სტატისტიკა აჩვენებს მკაფიო განსხვავებას დაავადების სიმძიმეში. როგორც საერთაშორისო მონაცემებით, ასევე ადგილობრივი დაკვირვებით, ვაქცინირებულ პირებში გრიპი უმეტეს შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, მაშინ როცა აუცრელებში ხშირია 5–7 დღის განმავლობაში მაღალი და შეუპოვარი ცხელება, ასევე სხვადასხვა გართულებები. აცრილებში მნიშვნელოვნად ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც.

მაია ბუწაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, არ აყვეს ვაქცინის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვაქცინაციას წელსაც აქვს აზრი. მისი თქმით, ვინც ჯერ არ აცრილა, ვაქცინაციის ჩატარება კვლავ რეკომენდებულია, რადგან იგი დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და გართულებებისგან დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება.

Post navigation

Previous: ქართველ ბავშვს თურქეთში ტვინიდან 7 სმ-იანი სიმსივნე ამოუღეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 იანვარი ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 10, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026
dakaveba_ajaratimes.ge
  • საქართველო

უცხო ქვეყნის მოქალაქის საბანკო ანგარიშიდან 58 000 აშშ დოლარის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, მეორეს ეძებენ

აჭარა თაიმსი აგვისტო 7, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026
უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აგვისტო 10, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 10, 2026
უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

უსახლკარო მარტოხელა დედა გონიოში მიტოვებულ შენობაში თვითნებურად შესახლდა

აგვისტო 10, 2026
კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

კობა ფარტენაძის თქმით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ

აგვისტო 10, 2026
„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმისა“ და „გაგრას“ მატჩი ფრედ დასრულდა

აგვისტო 9, 2026
სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს _AJARATIMES.GE 5
  • უცხოეთი

სარფის საბაჟოზე 450 ცოცხალი ცხოველის უკანონო გადაყვანა აღკვეთეს

აგვისტო 7, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.