Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

წელს პირველად, ბათუმის ნაძვის ხე ჩინოვნიკებს არ აუნთიათ

სულხან მესხიძე დეკემბერი 25, 2024
nazvis xe_AJARATIMES.GE

წელს პირველად, ბათუმის ნაძვის ხე ოფიციალურ პირებს არ აუნთიათ, მათ შორის ღონისძიებაში არ მონაწილეობდნენ ბენდები და მომღერლები. ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პოლიციელები, სცენა კი, ლითონის კონსტრუქციით იყო შემოსაზღვრული.

სცენასთან, გისოსებს შიგნით, ბათუმის ვიცე-მერმა, სოფო ხალვაშმა, მხოლოდ პროპაგანდისტულ მედიასაშაულებებს უპასპინძლა. ახალი წლის მთავარი ატრიბუტის ანთების პროცესში ჩინოვნიკები არ მონაწილეობდნენ. რამდენიმე მოზარდმა ათიდან უკუსვლით დაითვალეს და განათება ჩაირთო.

მანამდე სცენაზე სხვადასხვა სტუდიისა და საჯარო ბაღების აღსაზრდელების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. სცენაზე მხოლოდ, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ ბერიძემ, ბენდ “ალილოსთან” ერთად იმღერა.

აქვე დაგაინტერესებთ: ვინ არის არჩილ ბერიძე, ნახეთ მოკლედ.

ევროპის მოედანზე ბათუმის მერიის თანამშრომლები და “ქართული ოცნების” აქტივისტები იმყოფებოდნენ. ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ჩვენს კითხვებს მოკლედ უპასუხა, მასთან გასაუბრების საშუალება დაცვამ არ მოგვცა.

“მთელი დღის განმავლობაში იყო საბავშვო პროგრამა და ბავშვებმა აანთეს ნაძვის ხე. დღეს ასე გადავწყვიტეთ, რომ ბავშვებს აენთოდ ნაძვის ხე,” – გვითხრა არჩილ ჩიქოვანმა და გაიქცა.

ინფორმაციისთვის: ქალაქის სახალწლოდ მორთვისთვის, მერიამ 1 მილიონ 799 ათას 850 ₾არი დახარჯა. სამუშაობს, ბოლო რამდენიმე წელია კვლავ, უკონკურენტოდ, “აჭარგანათება” განახორციელებს. აღნიშნული კომპანია აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და ხშირად იგებს მათ უკონკურენტოდ. „აჭარგანათება“ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროიდან უკონკურენტოდ იგებს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, კომპანიის ერთ-ერთი მეწილე, თამაზ თოფურიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი იყო წინა ხელისუფლების დროს, „ნაციონალური მოძრაობიდან“. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მეწილე მისი მეუღლე ზოია დოლიძე გახდა. ხოლო მოგვიანებით კომპანია მთლიანად გადავიდა თოფურიძეების საკუთრებაში. თამაზ თოფურიძის შვილი, ირაკლი თოფურიძე, ბათუმის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. საკრებულოს წევრის ენმ-დან რეზო ხარაზის თქმით, ირაკლი თოფურიძე ქალაქის მერის, არჩილ ჩიქოვანის კლასელიცაა.

ნახეთ, პირდაპირი ეთერის ჩანაწერი ⇓

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/1551110968926547

 

ნაძვის ხის ანთების პარალელურად, ევროპის მოედნიდან რამდენიმე მეტრში, აჭარის მთავრობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. უკვე 28-ე ღამეა, რაც საზოგადოების დიდი ნაწილი, ახალ არჩევნებსა და რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვს.

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/442237312277185

https://www.facebook.com/ajaratimes/videos/2957398101109482

Post navigation

Previous: ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს სურსათის უვნებლობის რეფორმირების პროცესში
Next: ბათუმის აეროპორტიდან Azimut-ის თვითმფრინავმა აფრენა ვერ შეძლო

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

marshutka_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე მიკროავტობუსით მგზავრობა 4 ლარი გახდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 14, 2026
police_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

დაიღუპა მძღოლი, დაშავდა ერთი პირი – ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში

აჭარა თაიმსი სექტემბერი 13, 2026
miusafari cxovelebi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მიუსაფარი ცხოველების პრობლემა ქობულეთში – მოსახლეობა თავშესაფარსა და 24-საათიან ვეტკლინიკას ითხოვს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„ქართული ოცნების“ შემოწირულებების 41% აჭარიდანაა – კვლევა fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქართული ოცნების“ შემოწირულებების 41% აჭარიდანაა – კვლევა

სექტემბერი 16, 2026
შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს

სექტემბერი 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 15, 2026
ბათუმის კერძო სკოლებში რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გამოიყენება? – სკოლები და სამინისტრო ინფორმაციას უარყოფენ _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბათუმის კერძო სკოლებში რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გამოიყენება? – სკოლები და სამინისტრო ინფორმაციას უარყოფენ

სექტემბერი 15, 2026
5 658 პირველკლასელი და 72 907 მოსწავლე – ახალი სასწავლო წელი აჭარაში skola_AJARATIMES.GE
  • საქართველო

5 658 პირველკლასელი და 72 907 მოსწავლე – ახალი სასწავლო წელი აჭარაში

სექტემბერი 15, 2026
ქონების გადასახადის გადახდის ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე გაიზრდება fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ქონების გადასახადის გადახდის ზღვარი 40 000-დან 100 000 ლარამდე გაიზრდება

სექტემბერი 15, 2026
„ქართული ოცნების“ შემოწირულებების 41% აჭარიდანაა – კვლევა fuli_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

„ქართული ოცნების“ შემოწირულებების 41% აჭარიდანაა – კვლევა

სექტემბერი 16, 2026
შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმსა და ხელვაჩაურში ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს

სექტემბერი 16, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 15, 2026
ბათუმის კერძო სკოლებში რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გამოიყენება? – სკოლები და სამინისტრო ინფორმაციას უარყოფენ _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ბათუმის კერძო სკოლებში რუსეთში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გამოიყენება? – სკოლები და სამინისტრო ინფორმაციას უარყოფენ

სექტემბერი 15, 2026
5 658 პირველკლასელი და 72 907 მოსწავლე – ახალი სასწავლო წელი აჭარაში skola_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

5 658 პირველკლასელი და 72 907 მოსწავლე – ახალი სასწავლო წელი აჭარაში

სექტემბერი 15, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.