Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

წინა წელს გაჟღერებული საკითხი 17 ათასი მეგავატის მშენებლობასთან დაკავშირებით ჯერკიდევ ბუნდოვანია – გიორგი აბრამიშვილი

აჭარა თაიმსი იანვარი 12, 2026
_AJARATIMES.GE

2025 წელი ნამდვილად გამოირჩეოდა ტურბულენციით, განსაკუთრებით – ენერგეტიკის სექტორში, – ასე აფასებს 2025 წლის მანძილზე ენერგეტიკის მიმართულებას GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი.

როგორც გიორგი აბრამიშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას აღნიშნავს, ენერგეტიკის სამინისტროს ახალი გუნდი დიდი შემართებით შეუდგა საქმიანობას, თუმცა, თამაშის წესები რადიკალურად შეიცვალა, რამაც გარკვეული ტურბულენცია გამოიწვია. ამასთან ერთად, ჯერ კიდევ ბუნდოვანია 2025 წლის დასაწყისში გაჟღერებული საკითხი 17 ათასი მეგავატის მშენებლობასთან დაკავშირებით.

„მოვიდა ახალი გუნდი სამინისტროში, ენერგეტიკულ კომპანიებში და რაც აღნიშვნას იმსახურებს, ესახალი გუნდი ძალიან დიდი შემართებით შეუდგა თავის საქმიანობას, თუმცა, რადიკალურად შეიცვალა თამაშის წესები, მიდგომები, რამაც ტურბულენცია გამოიწვია ჩვენს სექტორში. ზოგადად, ენერგეტიკა ძალიან გრძელვადიანი ბიზნესია, ამიტომ ძალიან მტკივნეულად რეზონირებს ცვლილებებსა და არასტაბილურობაზე. წელი დავიწყეთ ისე, რომ 17 ათასი მეგავატის მშენებლობა უნდა მომხდარიყო განახლებად ენერგიებში, ყოველ შემთხვევაში, ბიზნესში იყვნენ ამის მსურველები, სახელმწიფოც ამბობდა, კი ბატონო, ჩვენი კარი ღიაა, მაგრამ დღემდე გაურკვეველია, ამ 17 მეგავატიდან რამდენი გარდაიქმნება სინათლედ“, – აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ტურბულენტობის დროს ახალი ინვესტიციების განხორციელება ძალიან რთულია, განსაკუთრებით ისეთ გრძელვადიანი ინვესტიციების, როგორსაც ენერგეტიკა და განახლებადი ენერგიები მოითხოვს. შესაბამისად, ინვესტორები მოლოდინისა დადაკვირვების რეჟიმში იყვნენ.

„მეორე მხრივ, ინვესტორები ძალიან დადებითადაფასებენ იმ მონდომებას, რომელიც მთავრობამგამოიჩინა იმისთვის, რომ აღედგინა ნდობასექტორის მიმართ. მათ შორის, აღნიშვნის ღირსიასახელმწიფო ელექტროსისტემაში ჩატარებული რეფორმები, ზოგადად, მათი მიდგომები დაპირდაპირი მნიშვნელობით, გახსნილობა კერძო სექტორის მიმართ. რაც შეეხება მოლოდინებს, საჭიროა უფრო მეტისიცხადე, მეტი კონკრეტიკა და მეტი თანმიმდევრულობა. ძალიან კარგია ახალი ინიციატივები, ძალიან კარგია ახალი მიდგომები, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა წინ, სხვათა შორის, ბევრი გაჩერებული პროექტი დაიძრა, მაგრამ მაინც საჭიროა მეტი სიცხადე და კონკრეტიკა. ბიზნესს არ უყვარს ბუნდოვანება. კიდევ ერთი მოლოდინი, რომელიც გვაქვს, არის ბიუროკრატიის შემცირება. იმედია, 2026 წელს მთავრობა ერთი ფანჯრის პრინციპს შემოიღებს და შეძლებს კერძო ინვესტორი, მთლიანი ბიუროკრატიის გავლას“, – განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიორგი აბრამიშვილმა.

Post navigation

Previous: ბათუმში 12 იანვარს 2 587 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
Next: „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

IMG_0995
  • რეკლამა

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
IMG_0959
  • რეკლამა

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
Picture1
  • რეკლამა

მეტასტაზების მკურნალობა Gamma Knife ტექნოლოგიით „ავერსის კლინიკა“-ში

აჭარა თაიმსი ივნისი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ დათმო

ივნისი 24, 2026
ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება

ივნისი 24, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 24, 2026
თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა cixe_AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

ივნისი 24, 2026
თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

თემურ გორგაძემ შსს-ს სასამართლო დავა მოუგო

ივნისი 24, 2026
53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ივნისი 24, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.