Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

ხალხი ზღვისა და სანაპიროს გარეშე – რას ითხოვს მოსახლეობა

სულხან მესხიძე ივლისი 17, 2024
sanapiro_AJARATIMES.GE

ბარცხანის, ბნზ-სა და მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლები პლაჟის გარეშე დარჩნენ. ხელოვნური კუნძულის მშენებლობის გამო, სანაპიროზე ბანაობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ადგილობრივები „აჭარა თაიმსს“ უყვებიან, რომ ზღვაში ქვიშის ჩაყრის შედეგად, წლების წინ, ზღვის ფსკერზე დალექილი ნავთობი ამოტივტივდა, გარდა ამისა, დიდი ზომის ლოდების ჩაყრის გამო, ბანაობას ვერ ახერხებენ.

დასახლებებში მცხოვრებლებმა დღემდე არც ის იციან, შეძლებენ თუ არა სანაპიროთი სარგებლობას მას შემდეგ, რაც ხელოვნური კუნძულის მშენებლობა დასრულდება.

8 ქუჩის, 1500-ზე მეტი ოჯახი ბათუმის მერიისგან წერილობითი გარანტიების მიღებას ითხოვს. ერთ თვეზე მეტია მოსახლეობა თვითმმართველობისგან განცხადებაზე პასუხს ელოდება.

„გთხოვთ სანაპიროზე დაგვიტოვოთ 10 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც ბანაობას შევძლებთ,“ – წერია განცხადებაში, რომელსაც 1500 ადგილობრივი აწერს ხელს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოსახლეობა მოსალოდნელ რისკებზე მედიასთან საუბრობს. მანამდე ბათუმის შემოსასვლელში მცხოვრებლებს უკმაყოფილება არ გამოუთქვამთ. უფრო მეტიც, პროექტის პრეზენტაციის პერიოდში ისინი ხელოვნური კუნძულის მშენებლობას მიესალმებოდნენ.

[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=5o9uHRbomSM[/embedyt]

ინფორმაციისთვის: ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის ავტორი “ამბასადორი ჯგუფია”. აღნიშნულმა კომპანიამ მასშტაბური აქციებისა და სპეციალისტების უარყოფითი ექსპერტული დასკვნების მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობა ააშენა. კომპანია რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, ელგუჯა ქებურიას ეკუთვნის, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს.

აქვე დაგაინტერესებთ: 
  • ბათუმის ხელოვნური კუნძულის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი დაახარვეზდა
  • ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება. ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.
  • საეჭვო კუნძული – პოლიტიკური შეფასებები

Post navigation

Previous: აჭარაში სხვა რეგიონებიდან ამომრჩეველთა გადმოწერა მიმდინარეობს – ნინო ჩხეტია
Next: გოგონათა შორის, სამბო სტილით ჭიდაობაში ტურნირი ჩატარდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სულხან მესხიძე სექტემბერი 13, 2026
sarfis axaligza_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ nugzar futkaradze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ

სექტემბერი 22, 2026
ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI qartuli ocneba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

სექტემბერი 22, 2026
ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

სექტემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 21, 2026
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ nugzar futkaradze_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე კობახიძისა და ივანიშვილის დაკითხვას ითხოვენ

სექტემბერი 22, 2026
ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI qartuli ocneba_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ორი პარტიის ერთი სალარო – „ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

სექტემბერი 22, 2026
ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთის მე-5 საბავშვო ბაღი დაიკეტა – რემონტი ახალ სასწავლო წელს დაიწყო

სექტემბერი 21, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 21, 2026
შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე dakaveba_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

შსს-მ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

სექტემბერი 21, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.