Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • პოდკასტი
  • ხელვაჩაური

პოდკასტი: საეჭვო კუნძული – პოლიტიკური შეფასებები

სულხან მესხიძე თებერვალი 5, 2024
podkasti_ajaratimes.ge

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას ოპოზიციაც ეწინააღმდეგება. ისინი სამომავლო რისკებზე საუბრობენ და ხელისუფლებისგან მეტ კონკრეტიკას, ასევე, პროცესში საზოგადოების აქტიურ ჩართვას ითხოვენ. ბათუმის საკრებულოს დეპუტატები პროექტში კორუფციის ნიშნებს ხედავენ.

სულხან მესხიძის პოდკასტის სტუმრები არიან: რევაზ ხარაზი “ნაციონალური მოძრაობიდან”, ვაჟა დარჩია “ლელოდან” და აკაკი გვიანიძე პარტიიდან “საქართველოსთვის”.

ინფორმაციისთვის: ხელოვნური კუნძულის მშენებლობას მოძრაობა “ბათუმის თავისუფლების მოედნის” წევრებიც ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ პროექტის განხორციელება, რისკებთან ერთად ქალაქის გამოწვევებსაც გაზრდის. ისინი სპეციალისტებსა და თემით დაინტერესებულ ჯგუფებს შეხვდნენ, რის შედეგადაც რეკომენდაციების დოკუმენტი მოამზადეს. მოსაზრებები, როგორც თავად ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნება.

მათი თქმით, სპეციალისტებმა განმარტეს, რომ  გზშ-ს დოკუმენტი ბევრ კითხვას ვერ სცემს პასუხს, ზოგ შემთხვევაში წარმოადგენს დარღვევებით თუ არასრულად ჩატარებული კვლევის შედეგებს, წინააღმდეგობაშია საერთაშორისო კონვენციებთან და არასწორ ინფორმაციასაც ავრცელებს. ასეთი მიდგომა პროექტის არეალში კიდევ უფრო ზრდის რისკებს ეკოლოგიური, ურბანული, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით.

“პროექტის არეალი ნავთობით ისტორიული დაბინძურების ადგილია, რაც აჩენს გრუნტებიდან ნავთობპროდუქტების გაჟონვის რისკს. გზშ-ს ანგარიში კი ამ მიმართულებით დეტალურ კვლევას (რუკებს, სქემებს, ქიმიურ შემადგენლობას და სხვა) არ მოიცავს. ნავთობპროდუქტების მცირედით გაჟონვაც კი, სპეციალისტების მოსაზრებით, კატასტროფას გამოიწვევს მთელი სანაპირო ზოლისთვის.

ასევე, რიგი საკითხების გაუთვალისწინებლობა – მაგალითად, ზღვის მიკროფლორის სათანადო შესწავლა, წყლის ფეკალური მასებით დაბინძურების ანალიზი, იქვე ჩამდინარე მდინარეების ფაქტორის უგულებელყოფა და სხვა, – გააჩენს პრობლემებს როგორც პროექტის არეალში, მთლიანად ბათუმის უბეშიც, იმოქმედებს პლაჟების მოწყობასა და ზღვის წყლის ხარისხზე, რისკის ქვეშ დააყენებს სხვადასხვა სახეობების არსებობას. გარდა ამისა, ამ მასშტაბის პროექტის ქვა-ღორღით მომარაგება აჭარის მაღალმთიანი ლოკაციებიდან, ქედიდან და ქობულეთიდან, შემაშფოთებელია და ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებას ქმნის,”- წერია მოძრაობის მიმართვაში. 

ცნობისთვის: ბათუმში, ხელოვნური კუნძულის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის ავტორი “ამბასადორი ჯგუფია”. აღნიშნულმა კომპანიამ მასშტაბური აქციებისა და სპეციალისტების უარყოფითი ექსპერტული დასკვნების მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში, ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი შენობა ააშენა.

კომპანია რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, ელგუჯა ქებურიას ეკუთვნის, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს.

Post navigation

Previous: დააკავეს მამა, რომლისგაც არასრულწლოვანი შვილი ორსულად იყო
Next: მაღალმთიან აჭარაში მეწყრული პროცესები განვითარდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

63 წლის მარტოხელა ქალს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს

სულხან მესხიძე სექტემბერი 13, 2026
sarfis axaligza_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობაზე ხელშეკრულება ჩინურ კომპანიასთან გაფორმდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 10, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

სექტემბერი 19, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.