Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

გზების დეპარტამენტი ხუთვარსკლავიან სასტუმროში ლანჩებსა და სადილებში ბიუჯეტიდან 17 700 ლარს დახარჯავს

აჭარა თაიმსი მაისი 22, 2026
infrastruqtura_AJARATIMES.GE

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები 29-31 მაისს ბათუმში, ხუთვარსკლავიან სასტუმროში „კარგი მუშაობისთვის“ დაისვენებენ, შეხვედრას გამართავენ და ბიუჯეტის ხარჯზე სუფრასაც გაშლიან.

მინისტრის, მისი მოადგილეებისა და სხვა ოფიციალური პირების „ლაქშერულ ცხოვრებაში“ კი ჩვენ, სახელმწიფო ბიუჯეტში თანხის გადამხდელი მოქალაქეები, 17 700 ლარს გადავიხდით. თანხა გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში გაიხარჯება.

„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 29-31 მაისს, ბათუმში, სასტუმრო ,,Hilton Batumi’’-ში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში – ,,დეპარტამენტი’’) ორგანიზებით დაგეგმილია დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტების შეჯამება, ასევე გამოწვევების განსაზღვრა და სამომავლო გეგმებისა და მიზნების დასახვა. აღნიშნულ შეხვედრას დაესწრებიან მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე დეპარტამენტისა და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. შეხვედრის ფორმატი მოიცავს მოხსენებების წარდგენას, სამუშაო განხილვებსა და დისკუსიას მნიშვნელოვან საკითხებზე. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საჭიროა მიმდინარე წლის 29  და 30 მაისს  სადილისა და 30 მაისს ლანჩის ორგანიზება, 100 პერსონაზე. გამომდინარე იქედან, რომ შეხვედრა იმართება სასტუმრო ,,Hilton Batumi’’-ში, დროისა და შეხვედრის ორგანიზების პროცესის ეფექტიანობის, ასევე ხარჯების დაზოგვის მიზნით  უმჯობესია ლანჩისა და სადილების ორგანიზება განხორციელდეს ამავე სასტუმროში“, – ვკითხულობთ მოხსენებით ბარათში, რომელიც დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძეს ამავე დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნათია ლომოურმა გაუგზავნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „ტურინვესტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება 2026 წლის 14 მაისით თარიღდება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დეპარტამენტმა განხორციელებულ პროექტებსა და გამოწვევებზე უნდა იმსჯელოს.

Post navigation

Previous: სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 6, 2026
dakaveba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში ყალბი 50 და 100 დოლარიანი კუპიურების გასაღების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 5, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026
ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში კაცმა მეზობელი ე.წ. აბრეზიდან დაჭრა – ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 7, 2026
თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება _AJARATIMES.GE 1
  • ხულო

თოვის გამო მაღალმთიან აჭარაში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდება

ნოემბერი 9, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ნოემბერი 9, 2026
ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტების ბრალდებებზე გამოძიება არ დაწყებულა

ნოემბერი 8, 2026
ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს bsu_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბსუ-ის სტუდენტები კაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ – ბათუმის მერია მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს

ნოემბერი 7, 2026
„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „სპაერთან“ 2:3 დამარცხდა

ნოემბერი 7, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.