Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე დააკავეს

აჭარა თაიმსი მაისი 22, 2026
susi_AJARATIMES.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს. ინფორმაცია სუს-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის აპრილში, როდესაც ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ კერძო მეწარმეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, არადეკლარირებული 40 მილიონი რუსული რუბლი ჩამოერთვა, რაც ეროვნული ბანკის კურსით დაახლოებით 1 164 000 ლარს შეადგენდა.

სუს-ის განცხადებით, მეწარმემ თანხის დაბრუნების მიზნით შესაბამის უწყებებს კანონით დადგენილი წესით მიმართა, თუმცა უარი მიიღო. ამის შემდეგ, გამოძიების ვერსიით, ლევან ახობაძე შუამავლების მეშვეობით დაუკავშირდა მას და თანხის დაბრუნებაში დახმარებას დაჰპირდა.

ბრიფინგზე ითქვა, რომ მოლაპარაკებების შედეგად, კანონით გათვალისწინებული 10%-იანი ჯარიმის გადახდის შემდეგ, მეწარმემ 2024 წლის 30 აპრილს ჩამორთმეული თანხა დაიბრუნა. მოგვიანებით კი, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, შუამავლების საშუალებით, დახმარების სანაცვლოდ 500 000 ლარის ოდენობით ქრთამს ითხოვდა.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი მოწმის ჩვენების თანახმად, სუს-ის იმჟამინდელი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილი ჩარევის შემდეგ მოთხოვნილი თანხა 250 000 ლარამდე შემცირდა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული თანხა შუამავალს გადაეცა, ხოლო მოგვიანებით იმავე დღეს ლევან ახობაძეს მის სამუშაო ოთახში მიაწოდეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

 

Post navigation

Previous: მართვის მოწმობის გამოცდებზე ახალი წესები ამოქმედდა – ბათუმსა და გორში მარშრუტებიც შეიცვალა
Next: გზების დეპარტამენტი ხუთვარსკლავიან სასტუმროში ლანჩებსა და სადილებში ბიუჯეტიდან 17 700 ლარს დახარჯავს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE 1
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.