Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია – ევროკავშირის ელჩი

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2024
evrokavshiris elchi_AJARATIMES.GE

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის იგეგმებოდა, გაყინულია. დიპლომატმა ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მედიას განუცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, გადაწყვეტილება უმრავლესობის ნებას ეფუძნება. ელჩმა ასევე, განმარტა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და იმ შემთხვევაში თუ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა დამატებით ზომებსაც მიიღებენ.

„ამ დროისთვის ფული, რომლის გადარიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის და რომელიც 30 მილიონ ევროს შეადგენს, გაყინულია. ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი, იქნება სხვა ნაბიჯებიც. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეიზღუდება და შევეცდებით, რომ საქართველოს მთავრობის პირდაპირი მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისკენ და მედიისკენ მივმართოთ.

ეს გამოცხადდა ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ თანდათან შემცირდება და ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე. ძალიან, ძალიან ვწუხვარ, როცა გაცნობებთ, რომ ამ პოლიტიკის პირველი მსხვერპლი იქნება თავდაცვის სამინისტროს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და სამწუხაროდ, 30 მილიონი ევრო, რომლის მიწოდებასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის მხარდაჭერის მიზნით, შეჩერებულია.

როგორც იცით, საქართველოს მთავრობის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა 10-ჯერ მეტია სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერასთან შედარებით, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვაფინანსებთ საქართველოს მთავრობას. ჩვენი, ევროკავშირის მხარდაჭერის თითქმის ნახევარი არის საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა. მიღებულია გადაწყვეტილება ამ პირდაპირი მხარდაჭერის თანდათან შემცირების შესახებ, მისი მიმართულების შეცვლის და სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებისთვის მხარდაჭერის გაზრდა, რომლებიც, როგორც ვიცით, დიდი ზეწოლის ქვეშ არიან საქართველოში ამ დროისთვის „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გამო“, – აღნიშნა ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Post navigation

Previous: ქედაში შშმ ქალზე ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი გააუპატიურეს
Next: სოფელ კირნათში მცხოვრებლები ჰესის მენეჯმენტის წინააღმდეგ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

daxeuli droshebi,batumi,mshenebloba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 28, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია

აჭარა თაიმსი სექტემბერი 28, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

სულხან მესხიძე სექტემბერი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა daxeuli droshebi,batumi,mshenebloba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა

სექტემბერი 28, 2026
ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია

სექტემბერი 28, 2026
სარფში 1.2 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 1.2 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სექტემბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 28, 2026
მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

სექტემბერი 27, 2026
აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა sammartvelo,ajaris policia,sapatrulo_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა 51 000 ლარის დივან-სავარძლები შეიძინა

სექტემბერი 27, 2026
ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა daxeuli droshebi,batumi,mshenebloba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში გაყიდული ბინების 70% უცხოელებმა შეიძინეს – კვლევა

სექტემბერი 28, 2026
ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ავარიისას დაშავებული 33 კვირის ორსულია

სექტემბერი 28, 2026
სარფში 1.2 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 3
  • ხელვაჩაური

სარფში 1.2 კგ-ზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სექტემბერი 28, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 28, 2026
მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

მშენებლობის გამო სახლები, გზა და ტროტუარი დაიბზარა – ადგილობრივები სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ

სექტემბერი 27, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.