Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რა ხარვეზები დააფიქსირა აუდიტმა ბათუმის სანდასუფთავების სამსახურში

admin Posted on 2 წელი ago
sandasuftaveba_ajaratimes.ge

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომლის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები შესყიდვების დაგეგმვასთან, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასებასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

მაკონტროლებლების მიერ დაფიქსირებული ხარვეზები ასე გამოიყურება⇓

შემოსავლის მიღებაში არსებული ხარვეზები – შპს „სანდასუფთავებამ“ სათანადოდ ვერ უზრუნველყო თავისუფალი ფულადი სახსრების მართვა, რაც დამატებითი შემოსავლის მიღებას უზრუნველყოფდა.

საწვავის ხარჯვაში არსებული ხარვეზები – შპს „სანდასუფთავებაში“ არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სამსახურებრივი დანიშნულებით საწვავის ხარჯვის დადასტურებას. შედეგად, ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე ექსპერტის მიერ დადგენილ ნორმასთან შედარებით, ზედმეტად ჩამოწერილია არანაკლებ 147,770 ლიტრი საწვავი. ამასთანავე, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით მიღებული ავტომანქანების სამსახურებრივი საჭიროებისათვის გამოყენების დადასტურების გარეშე ჩამოწერილია 94,727 ლიტრი საწვავი.

ბაზრის კვლევის ხარვეზები – სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის დროს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ბაზრის კვლევა სათანადოდ არ არის ჩატარებული, რომლის შედეგად 14 შემთხვევაში პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ფასი შესყიდვის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით შემცირებულია 368,001 ლარით. აღნიშნული გარემოება ერთი პრეტენდენტის არსებობის პირობებში წარმოშობს ფულადი სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკებს.

შრომის ანაზღაურების ხარვეზები –  შპს „სანდასუფთავებაში“ არსებულმა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო საყოფაცხოვრებო ნარჩენების და ანახვეტის ფაქტობრივად გატანილი მოცულობების დადგენაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა, ვერ მივიღეთ რწმუნება შრომის ანაზღაურებისათვის გაწეული ხარჯი და მომსახურებისათვის მიღებული შემოსავალი, რამდენად შეესაბამება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მოცულობას.

პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების და მიმწოდებელთან ანგარიშსწორების ხარვეზები – სახელმწიფო შესყიდვების პროცესში სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა და შემსყიდველის მიერ მიმწოდებელზე გაწეული მომსახურების ანაზღაურება, რიგ შემთხვევებში ხარვეზებითაა განხორციელებული.

Post navigation

Previous: რა კაპიტალი ჰქონდა თანამდებობამდე თორნიკე რიჟვაძეს და რა აქვს ახლა
Next: აუდიტმა ქობულეთის მერიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი დარღვევები დააფიქსირა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

admin Posted on 19 საათის ago
tornike rijvadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერვე საჯარო სკოლამ თორნიკე რიჟვაძის შვილებს მოსწავლის სტატუსი შეუჩერა

სულხან მესხიძე Posted on 2 დღის ago
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საქართველოში პირველად – ნათია ლაბაძეს გემის კაპიტნის წოდება მიენიჭა

admin Posted on 2 დღის ago

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

Posted on 19 საათის ago
ბათუმის მერვე საჯარო სკოლამ თორნიკე რიჟვაძის შვილებს მოსწავლის სტატუსი შეუჩერა tornike rijvadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერვე საჯარო სკოლამ თორნიკე რიჟვაძის შვილებს მოსწავლის სტატუსი შეუჩერა

Posted on 2 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago
საქართველოში პირველად – ნათია ლაბაძეს გემის კაპიტნის წოდება მიენიჭა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საქართველოში პირველად – ნათია ლაბაძეს გემის კაპიტნის წოდება მიენიჭა

Posted on 2 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 3 დღის ago
ბათუმში „მსხვილ ინვესტორად“ წარმოდგენილი პირი სინამდვილეში 364 მილიონი დოლარის ნარკოტრაფიკის საქმეზე ძებნილი პირია – „აი, ფაქტის“ გამოძიება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში „მსხვილ ინვესტორად“ წარმოდგენილი პირი სინამდვილეში 364 მილიონი დოლარის ნარკოტრაფიკის საქმეზე ძებნილი პირია – „აი, ფაქტის“ გამოძიება

Posted on 3 დღის ago
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

Posted on 19 საათის ago
ბათუმის მერვე საჯარო სკოლამ თორნიკე რიჟვაძის შვილებს მოსწავლის სტატუსი შეუჩერა tornike rijvadze_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმის მერვე საჯარო სკოლამ თორნიკე რიჟვაძის შვილებს მოსწავლის სტატუსი შეუჩერა

Posted on 2 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 2 დღის ago
საქართველოში პირველად – ნათია ლაბაძეს გემის კაპიტნის წოდება მიენიჭა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

საქართველოში პირველად – ნათია ლაბაძეს გემის კაპიტნის წოდება მიენიჭა

Posted on 2 დღის ago
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

Posted on 3 დღის ago

სიახლეების კალენდარი

იანვარი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« დეკ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.