Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

დახურული გადაცემები და თანამშრომელთა გადინება – რა ხდება TV25-ში

აჭარა თაიმსი მაისი 6, 2024
IMG_3564

ბოლო ერთ კვირაში სამაუწყებლო კომპანია TV25 რამდენიმე დასაქმებულმა დატოვა, ახალი ამბების რედაქციის თითქმის სრულმა შემადგენლობამ.

მაუწყებელი დღეს, კიდევ ერთმა ჟურნალისტმა დატოვა, რომლის შესახებაც სალომე უსტალიშვილმა საჯაროდ განაცხადა.

უსტალიშვილი ერთადერთია, ვინც ტელეკომპანიას მწვავედ, ღიად აკრიტიკებს. საჯარო წერილში წერს, რომ გადაწყვეტილებას წინ მენეჯმენტთან მუდმივი უთანხმოება უძღვოდა.

“ხუთი წლის შემდეგ დავტოვე ადგილი, რომელიც ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო. ხუთი წლის წინ, როდესაც ტელევიზიაში მივედი, იყო გარემო, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ვმუშაობდით. ბოლო პერიოდში კი, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც საინფორმაციოს უფროსი იძულებული გახდა წასულიყო, თანამშრომები ერთი მეორეს მიყოლებით წავიდნენ ტელევიზიიდან.

დღეს, მეც მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავწერო განცხადება და დავტოვო დაკავებული პოზიცია. განცხადებაში ნათლად წერია, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი იყო გაურკვეველი პოლიტიკა, არაჯანსაღი და დამამცირებელი გარემო.

გული მტკივა იმ გარემოს გამო, რაც ახლა ტელევიზიაშია. მე მაინც, უზომოდ მიყვარს ჩემი წილი ,,TV25”. აქვე საჯაროდ ვიტყვი, რომ თანამდებობები დროებითია და ადამიანური სახე არუნდა დავკარგოთ.

…და ბოლოს მაინც ვიტოვებ იმედს, რომ
სრულყოფილად არ შეიცვლის პოლიტიკას ის ტელევიზია, სადაც მუდმივად ისმოდა ხალხის ხმა,”- წერს სალომე უსტალიშვილი სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანიიდან წავლის შესახებ  განცხადება კიდევ ერთმა თანამშრომელმა დაწერა. თინათინ სასანიამ გადაწყვეტილება ასე ახსნა:

“გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა” ჩემი ცხოვრების მთავარი, რაც გამაჩნდა ყველაზე შეუფასებელი და ღირებული დრო (6 წელი) ტელევიზიაში მუშაობას დავუთმე…

კარიერული წინსვლისთვის, ზრდისთვისა და განვითარებისთვის როგორც სხვები მეც თავდაუზოგავად ვშრომობდი… ვსწავლობდით და ვასწავლიდით სხვებს, იმ მცირედსაც რაც კი გაგვაჩნდა. ფეხდაფეხ მივსდევდით ყველა სიახლეს და გამოწვევას.

ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდისთვის იყო სწორი და ჯანსაღი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი მაყურებლისთვის.

ვმუშაობდით იმისთვის, რომ არხს არ დაეკარგა ხალხის ნდობა და TV25 ყოფილიყო მათვის ადგილი, სადაც მათი ხმა ყოველთვის იქნებოდა მთავარი.

1 მაის დავტოვე დაკავებული თანამდებობა(ები) დიდი ფიქრისა და გაანალიზების შემდეგ. დავტოვე ადგილი სადაც სახლზე მეტ დროს ვატარებდი.

არც ჩემი წამოსვლა იყო მარტივი, იყო ცრემლები გულდაწყვეტა. იმედგაცრუება უსამართლობის განცდა და დაუფასებლობის მოზღვავებული გრძნობა. ხო და ავდექი და წამოვედი …
რას გისურვებთ…? ჯანსაღი პოლიტიკის შენარჩუნებას!!! არ დაკარგოთ ადამიანური სახე. გახსოვდეთ.. სკამმა არ უნდა გიცვალოს იერი,”- დაწერა თინათინ სასანიამ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: ტელევიზიიდან თანამშრომელთა გადინებას წინ გადაცემების დახურვის ფაქტი უძღვოდა. ხუთ თვეზე მეტია ეთერში არ გადის დღის საინფორმაციო გამოშვებები. საერთოდ დაიხურა არხის ერთადერთი პოლიტიკური თოქ-შოუ “პოზიცია” და სხვა გასართობი პროგრამა.

ინფორმაციისთვის: ბოლო 7 წელში, მაუწყებლის თანამშრომელთა რაოდენობა 45-დან 13-მდე შემცირდა. TV25 აჭარაში 30 წელზე მეტია მაუწყებლობს.

“აჭარა თაიმსი” კომენტარისთვის არხის დირექტორს დაუკავშირდა, რომელმაც განმატებებზე უარი განაცხადა.

 

Post navigation

Previous: ავარიას ბათუმში ბავშვი ემსხვერპლა
Next: ხულოს მუნიციპალიტეტში ნახევარფაბრიკატებს უკანონოდ აწარმოებდნენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

qobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო

აჭარა თაიმსი ივლისი 30, 2026
dachra_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ქალი დაჭრეს

აჭარა თაიმსი ივლისი 29, 2026
ispanis chaobi, kobuleti_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ისპანი – ადგილი, სადაც 20 მილიონი წლის ისტორია ცოცხლობს და მომავალს იცავს

აჭარა თაიმსი ივლისი 27, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს susi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

აგვისტო 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 3, 2026
ვინ და როგორ აწყობს რუსი ბროკერების ტურებს ბათუმსა და ჩაქვში – ჟურნალისტური გამოძიება 0d34a8f8-9736-4e2f-8002-3dcd15e78a62
  • საქართველო

ვინ და როგორ აწყობს რუსი ბროკერების ტურებს ბათუმსა და ჩაქვში – ჟურნალისტური გამოძიება

აგვისტო 3, 2026
„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის 1/4-ფინალშია _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის 1/4-ფინალშია

აგვისტო 2, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკები და კანაფის სათბური policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკები და კანაფის სათბური

აგვისტო 2, 2026
ბათუმში ახალგაზრდა კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ახალგაზრდა კაცის დაჭრის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს

აგვისტო 1, 2026
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს susi_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

აგვისტო 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 3, 2026
ვინ და როგორ აწყობს რუსი ბროკერების ტურებს ბათუმსა და ჩაქვში – ჟურნალისტური გამოძიება 0d34a8f8-9736-4e2f-8002-3dcd15e78a62 3
  • საქართველო

ვინ და როგორ აწყობს რუსი ბროკერების ტურებს ბათუმსა და ჩაქვში – ჟურნალისტური გამოძიება

აგვისტო 3, 2026
„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის 1/4-ფინალშია _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ ყიფიანის თასის 1/4-ფინალშია

აგვისტო 2, 2026
ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკები და კანაფის სათბური policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავეს – ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკები და კანაფის სათბური

აგვისტო 2, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.