„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ხელვაჩაურში, ადიდებული მდინარე ჭოროხის კალაპოტში მანქანით ერთი ადამიანი ჩარჩა. შემთხვევა მახოს ხიდის მიმდებარედ მოხდა, სადაც ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ.
თვითმხილველების თქმით, წყალში ჩარჩენილი ავტომობილი სავარაუდოდ ტაქსის მძღოლს ეკუთვნის, რადგან მასზე კერძო კომპანიის რეკლამებია განთავსებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეს საფრთხე არ ემუქრება და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.


This website online is really a walk-by way of for the entire information you wished about this and didn’t know who to ask. Glimpse right here, and you’ll definitely uncover it.