Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

საიამ და MDF-მა არასამთავრობოებზე დაწესებული პოლიტიკური შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს

admin 22/10/2025
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და მედიის განვითარების ფონდმა (MDF) საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს სარჩელით, რომლითაც ასაჩივრებენ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის იმ ნორმებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ინდივიდებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ მიიჩნევს.

არსებული რეგულაციებით, ანტიკორუფციულ ბიუროს, სასამართლოს თანხმობით, შეუძლია ასეთ სუბიექტებისაგან მოითხოვოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის პირადი მონაცემები და ნებისმიერი ტიპის საიდუმლო ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოების. კანონი ასევე განსაზღვრავს, რომ ამ სტატუსის მქონე პირებს გარკვეული შეზღუდვები ეკისრებათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ხმების შეჯამების დღემდე.

დაფინანსების კუთხით, „გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებს“ თანხის მიღება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისგან შეუძლიათ, ხოლო დამფინანსებლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი უნდა მიაწოდონ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც ამ ინფორმაციას საჯაროდ აქვეყნებს საკუთარ ვებგვერდზე.

საიასა და MDF-ის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლოები კანონს ისე განმარტავენ, რომ შეზღუდვები ვრცელდება არა მხოლოდ მათზე, ვინც ღიად აცხადებს ხელისუფლებაში მოსვლის სურვილს, არამედ იმ ორგანიზაციებსა და პირებზე, რომლებიც უბრალოდ ახდენენ ხელისუფლების კრიტიკას ან ამომრჩევლებს მოუწოდებენ, არ მისცენ ხმა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას. ორგანიზაციების თქმით, ზოგ შემთხვევაში, ბიურო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ კრიტიკასაც კი პოლიტიკური მოწოდების ფორმად აღიქვამენ, რაც მათ საქმიანობას ხელოვნურად ზღუდავს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ასეთი მიდგომა არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას (მე-17 მუხლი) და გაერთიანების თავისუფლებას (მე-22 მუხლი).

საიასა და MDF-ის შეფასებით, კანონის ამგვარი გამოყენება საფრთხეს უქმნის არასამთავრობო სექტორის დამოუკიდებლობასა და მათ დემოკრატიულ ფუნქციას.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის საქმის გამო თურქეთის მოქალაქე დააკავეს
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

admin 24/10/2025
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

admin 23/10/2025
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 22/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს policia da saswrafo_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

24/10/2025
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

24/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

23/10/2025
ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი

23/10/2025
აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

23/10/2025
„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩი დიდი ანგარიშით წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩი დიდი ანგარიშით წააგო

23/10/2025
ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს policia da saswrafo_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

24/10/2025
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

24/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს

23/10/2025
ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ავარია ქობულეთში, დაშავდა ორი ადამიანი

23/10/2025
აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

აჭარაში თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

23/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.