Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 24, 2025
irakli garibashvili_AJARATIMES.GE

საქართველოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდება წარუდგინა.

შსს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის გამოძიებით დადგინდა, რომ 2019-2024 წლებში თავდაცვის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობების დაკავების პერიოდში, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად იყო ჩართული სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში, რაც საჯარო თანამდებობის პირისთვის კანონით აკრძალულია.

გამოძიების მიხედვით, ღარიბაშვილი თანამდებობაზე ყოფნისას იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით არალეგალურ შემოსავალს და მისი წარმომავლობის დასაფარად დეკლარაციებში მიუთითებდა ყალბ მონაცემებს — თითქოს ოჯახის წევრისგან საჩუქრად იღებდა თანხებს. ამ გზით, 830 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი მოხვდა ლეგალურ ბრუნვაში.

პროკურატურის ცნობით, მან 2023–2024 წლებში დაუსაბუთებელი შემოსავლით შეიძინა ორი ავტომანქანა (ღირებულება – 463 630 ლარი), ასევე ოჯახის წევრის მეშვეობით – 210 000 ლარად ერთ-ერთი კომპანიის 100%-იანი წილი, რომელსაც უძრავი ქონება გააჩნდა. ამასთან, მის ოჯახთან დაკავშირებულ შპს-ში ინვესტირებულ იქნა 3 670 172 ლარი.

გამოძიების ინფორმაციით, უკანონო შემოსავლის ძირითადი ნაწილი – 6 500 000 აშშ დოლარი – უცხოურ ვალუტაში იქნა დაკონვერტირებული და 2025 წლის 17 ოქტომბერს ამოღებულ იქნა ღარიბაშვილის ბინიდან ჩხრეკისას.

ბრალდება წარდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. პროკურატურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

გარდამავალი ეტაპის ფარგლებში, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს 1 000 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, ასევე – პასპორტის ჩამორთმევისა და ქვეყნის დატოვების აკრძალვის მოთხოვნით.

Post navigation

Previous: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტების ნაწილს
Next: ბათუმში მამა-შვილის დაჭრის საქმეზე სამი პირი დააკავეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

jurnalisturi etikis kartia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

აჭარა თაიმსი მაისი 7, 2026
shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 7, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი მაისი 6, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„აჭარა თაიმსმა“ გაარკვია იმ აგრესიული პირების ვინაობა, რომლებიც ხელვაჩაურის მერიასთან ჟურნალისტებსა და პატიმრების მშობლებს დაუპირისპირდნენ _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„აჭარა თაიმსმა“ გაარკვია იმ აგრესიული პირების ვინაობა, რომლებიც ხელვაჩაურის მერიასთან ჟურნალისტებსა და პატიმრების მშობლებს დაუპირისპირდნენ

მაისი 7, 2026
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას ითხოვს jurnalisturi etikis kartia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

მაისი 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 7, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

მაისი 7, 2026
59 დღე შვებულებაში და 57 დღე მივლინებებში – როგორ იყენებს აჭარის კულტურის მინისტრი საბიუჯეტო რესურსებს eliso bolqvadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

59 დღე შვებულებაში და 57 დღე მივლინებებში – როგორ იყენებს აჭარის კულტურის მინისტრი საბიუჯეტო რესურსებს

მაისი 6, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 6, 2026
„აჭარა თაიმსმა“ გაარკვია იმ აგრესიული პირების ვინაობა, რომლებიც ხელვაჩაურის მერიასთან ჟურნალისტებსა და პატიმრების მშობლებს დაუპირისპირდნენ _AJARATIMES.GE 1
  • ხელვაჩაური

„აჭარა თაიმსმა“ გაარკვია იმ აგრესიული პირების ვინაობა, რომლებიც ხელვაჩაურის მერიასთან ჟურნალისტებსა და პატიმრების მშობლებს დაუპირისპირდნენ

მაისი 7, 2026
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას ითხოვს jurnalisturi etikis kartia_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

მაისი 7, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 7, 2026
„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა

მაისი 7, 2026
59 დღე შვებულებაში და 57 დღე მივლინებებში – როგორ იყენებს აჭარის კულტურის მინისტრი საბიუჯეტო რესურსებს eliso bolqvadze_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

59 დღე შვებულებაში და 57 დღე მივლინებებში – როგორ იყენებს აჭარის კულტურის მინისტრი საბიუჯეტო რესურსებს

მაისი 6, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.