Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

admin 27/10/2025
_AJARATIMES.GE

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, ბოლო 10 დღეში, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის ფონზე, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს მოქალაქეთა თავისუფალ შეკრებას და ლახავს მანიფესტაციის ფუნდამენტურ უფლებას, 11 დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ პატიმრობაში მოექცა, ხოლო ერთ ჟურნალისტს მცირე დროით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

ორგანიზაციის თქმით, ეს უკანონო დაკავებები წარმოადგენს მედიის მიმართ ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებას და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის კიდევ ერთ ნაბიჯს. დაკავებულთა შორის არიან:

  • ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი ვახო სანაია, რომელსაც მოსამართლემ 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. საპატიმრო უკვე დატოვა.
  • ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი და ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, რომელსაც 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა; ის ასევე გათავისუფლებულია.
  • ტელეკომპანია „ფორმულას“ სოციალური მედიის მენეჯერი ცირა ჟვანია, რომელსაც 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს.
  • ჟურნალისტი ირაკლი წულაია, რომელსაც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.
  • „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრი და ჟურნალისტი ლიკა ბასილაია-შავგულიძე, რომელსაც 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს.
  • აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელსაც 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
  • „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული ჟურნალისტი და წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელსაც 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს.
  • ჟურნალისტი მაიკო ბოკერია, რომელიც 5 000 ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. მას მეუღლესთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად დაპატიმრებდნენ.
  • ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და რეჟისორი გიორგი ლიფონავა, რომელსაც 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს; საპატიმრო უკვე დატოვა.
  • მწერალი, რედაქტორი და ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანი ზვიად კვარაცხელია, რომელსაც 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს; ის უკვე გათავისუფლებულია.
  • ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროების“ ოპერატორი ნიკა პატარაია, რომელსაც 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
  • ასევე, 24 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ონლაინგამოცება „პუბლიკას“ ჟურნალისტს ბასტი მგალობლიშვილს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. გათავისუფლებისას მას განუმარტეს, რომ სხვა პირს აერიათ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მკაცრად გმობს ჟურნალისტებზე მასობრივ დევნასა და დაკავებებს და მოუწოდებს „ქართული ოცნებას“, ნებაყოფლობით აღასრულოს კანონის ფარგლებში ჟურნალისტების უფლებები და უზრუნველყოს სიტყვის თავისუფლება საქართველოში.

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები
Next: გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

admin 27/10/2025
nadiroba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

admin 27/10/2025
irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს რამდენიმე მილიონ ლარამდე ზიანი მიაყენა – პროკურატურა

admin 24/10/2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა batumis porti_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

27/10/2025
აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა nadiroba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

27/10/2025
“დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო fexburti_AJARATIMES.GE
  • სპორტი

“დინამო ბათუმმა” გაგრასთან” შეხვედრა წააგო

27/10/2025
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

27/10/2025
ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI _AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

ბოლო 10 დღეში მედიის 11 წარმომადგენელი დააკავეს ადმინისტრაციული წესით – TI

27/10/2025
ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთის შემოვლით გზაზე ხიდის დაზიანება მხოლოდ მედიის ყურადღების შემდეგ აღმოაჩინეს – დაიწყო აღდგენითი სამუშაოები

27/10/2025
შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა batumis porti_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

შსს: ბათუმის პორტში ნარკოდანაშაულის მსხვილი ფაქტი აღიკვეთა

27/10/2025
აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა nadiroba_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

აჭარაში უკანონო ნადირობის 37 ფაქტი გამოვლინდა

27/10/2025

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.