აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული მ.მ. ბათუმში დააკავეს. ის ბრალდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
პოლიციამ მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები – „მეთადონი“ და გამომშრალი „მარიხუანა“, ასევე ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორი.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.



