Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

მზია ამაღლობელის სიტყვა ევროპარლამენტში

აჭარა თაიმსი დეკემბერი 17, 2025
mzia amaglobeli_AJARATIMES.GE
უკანონო პატიმრობაში მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს სტრასბურგში ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს. „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, ირმა დიმიტრაძემ ევროპარლამენტში წაიკითხა მზია ამაღლობელის სიტყვა, რომელიც მან რუსთავის ქალთა ციხიდან გააგზავნა ევროპარლამენტში.

მზია ამაღლობელის წერილს სრულად „ბათუმელები“ ავრცელებს:

ძვირფასო ევროპარლამენტარებო, ადამიანის უფლებების ამ უმნიშვნელოვანესი ჯილდოს მიღება უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა – მას ვიღებ ჩემი კოლეგების, იმ ჟურნალისტების სახელითაც, რომლებიც დღეს საქართველოში იბრძვიან ჟურნალისტიკის გადასარჩენად. იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგობის ხმა გაგაგონონ თქვენ.

ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში.

ეს ჯილდო იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ხმა, საქართველოს მოქალაქეების ხმა გესმით ევროპაში.

ჩემმა ხალხმა ძალიან გრძელი გზა გამოიარა იმისთვის, რომ ეს ხმა გაგეგოთ, რადგან ჩვენ შორის ყოველთვის იდგა რუსეთი.

ჩემმა თაობამ კარგად იცის, რომ საქართველოს მტერი რუსეთია და ამისთვის ისტორიული წყაროების მოშველიება არ გვჭირდება. საკუთარი თვალით გვინახავს და გვახსოვს საბჭოთა ოკუპაციის წლები, რუსი სამხედროების მიერ ნიჩბებით აჩეხილი და ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველები, გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი და საქართველოს ხელახალი ოკუპაცია.

რუსეთის მუდმივი მუქარის ფონზე ჩვენ მთელი ძალისხმევა, როგორც შეგვეძლო, სახელმწიფოს განვითარებისკენ მივმართეთ.

არჩევნებში საკუთარი ხმის მნიშვნელობა დავინახეთ, კორუფციის გარეშე უმაღლესი განათლების გარემო შევქმენით, სასამართლოს, მედიის მიუკერძოებლობა მოვინდომეთ, ადამიანის უფლებების დაცვაზე, სახელმწიფოს ვალდებულებაზე და მოქალაქის პასუხისმგებლობაზე ვმსჯელობდით.

ამ წლებში საქართველოში გაიზარდა თაობა, რომელმაც რუსულის ნაცვლად ინგლისური და სხვა ევროპული ენები ისწავლა. ევროპამ გაიცნო თანამედროვე ქართველი მწერლები, მხატვრები და რეჟისორები.

ჩვენ  ვცვლიდით ცოდნას, გამოცდილებას და კულტურას თქვენთან, ევროპასთან.

ჩვენ სამსახურები, მეგობრები, საყვარელი ქალაქები აღმოვაჩინეთ და გავიჩინეთ ევროპაში.

დღეს ევროკავშირისკენ სწრაფვას რეპრესიებით პასუხობენ ჩემს სამშობლოში. ხელისუფლება მიტაცებული აქვს რუსული ინტერესების გამტარ რეჟიმს. საქართველოს მოქალაქეები წელიწადზე მეტია, უწყვეტად, ქუჩაში აპროტესტებენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე განცხადებას. ეს განცხადება ნაკვერჩხალს ჰგავდა – საქართველო აალდა და მას შემდეგ ვიწვით.

ეს რეჟიმი დაუნდობელია: სცემს, წამლავს, აჯარიმებს, აპატიმრებს და აშანტაჟებს პროტესტის მონაწილეებს. ანადგურებს თავისუფალ ჟურნალისტიკას, აუქმებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს და ციხეში ამწყვდევს მათ ლიდერებს, ფაქტობრივად აუქმებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, იქ დასაქმებულ ადამიანებს კი აგენტებად აცხადებს და როგორც ახლახან BBC-ის საგამოძიებო ფილმით შევიტყვეთ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღით წამლავს მოქალაქეებს.

თუმცა პროტესტის ჩახშობა მაინც ვერ შეძლო. ალბათ, სწორედ ამიტომაა, რომ ევროკავშირისგან ისეთი ცხადი მხარდაჭერის განცხადებები ისმის ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების მისამართით, როგორც არასდროს. ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ.

ვისურვებდი, ეს განცხადებები მოქმედებაში გადაიზარდოს და ევროპელმა ლიდერებმა ყველა არსებული მექანიზმი გამოიყენონ, რაც გააჩნიათ ავტოკრატიულ მმართველებზე ზეგავლენისთვის. ვისურვებდი, ქართული საზოგადოება, მისი დემოკრატიის და ევროპისკენ სწრაფვა დაიცვან ისე, როგორც დაიცავდნენ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებას. რადგან საბოლოოდ, ყველაფერი ერთ რამემდე დადის: ახლა უკვე უდავოდ ნათელი უნდა იყოს, რომ ძალა, რომელიც ბელარუსში, უკრაინასა და საქართველოში ჩადენილი საშინელებების უკან დგას, ევროპის გულს უახლოვდება. ის თქვენი სახლებისკენ მიემართება – ჩვენ კი უბრალოდ წინაღობა ვართ მის გზაზე.

მალე შობას, ახალი წლის დადგომას იზეიმებს ევროპული სამყაროს უდიდესი ნაწილი. ბოლო დღეებია ვფიქრობ, როგორ მიულოცავთ ევროპის, ამერიკის და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების ლიდერები დანარჩენ მსოფლიოს. რას ეტყვით მათ მომავალზე? ახალ მსოფლიო წესრიგსა და მშვიდობაზე?

ეტყვით, რომ დემოკრატიული მმართველობის და უსაფრთხოების განვრცობა აღარ წარმოადგენს კაცობრიობის სიკეთეს? ეტყვით, რომ ავტოკრატიული და დიქტატორული ძალების შემოთავაზებული „მოჩვენებითი მშვიდობა“ და „საზღვრები“ უნდა მივიღოთ?

ეტყვით, რომ ეკონომიკური გავლენებია უპირატესი და არა თანასწორობაზე, სოლიდარობასა და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობა? რომ საერთაშორისო სამართალმა და ინსტიტუციებმა ძალა დაკარგეს და არაფერი შეუძლიათ, მაშინ როცა რეპრესიული რეჟიმი თავისუფლების, დემოკრატიის, სამართლიანობისა და ღირსებისთვის მებრძოლ მოქალაქეებს ატერორებს – ციხეებში კეტავს ან ემიგრაციას აიძულებს?

ჩვენ აქ ვრჩებით, საქართველოში, ქალაქების ქუჩებში, სადაც უკვე აქციების გამართვაც იკრძალება, ციხეებში, სადაც უკანონოდ გამოგვკეტეს.

და ჩვენ, ვინც რუსეთის საფრთხეს კარგად იცნობს, გეუბნებით, რომ თუ ცივილიზებული სამყარო დაუშვებს, რომ მოსკოვმა ცალმხრივად, თავისი იმპერიალისტური მისწრაფებებითა და კარნახით შეადგინოს ე.წ “სამშვიდობო შეთანხმება” და შეცვალოს საზღვრები, ცხადია, ეს იქნება დაუსრულებელი ომების ანონსი ამ მშვენიერ კონტინენტზე.

თუ ჩემი სამშობლოს მსგავსი, თავისუფლებისმოყვარე ერები და უკრაინისნაირი მებრძოლი, დამოუკიდებელ სახელმწიფოები დარჩებიან რუსეთის ჰიბრიდული ომის, თუ სამხედრო აგრესიის პირისპირ მარტო, ეს იქნება გამოუსწორებელი ისტორიული შეცდომა.

ჩვენი თავისუფლება მარტო ჩვენს ბრძოლაზე არაა დამოკიდებული. ჩვენ გვჭირდება თქვენი – ევროპის ხალხების და ცივილიზებული მსოფლიოს თავისუფალი ადამიანების სოლიდარობა და მხარდაჭერა.

იბრძოლეთ ჩვენთან ერთად და ჩვენთვის. იბრძოლეთ ისე, როგორც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოლებდით. გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, ვიდრე გვიანი არ არის.

მე მჯერა თავისუფალი, დემოკრატიული და ძლიერი ევროპის!

მადლობა.

მზია.

Post navigation

Previous: „კ/კ ბათუმმა“ საკალათბურთო სუპერლიგის მეცხრე ტურის მატჩი მოიგო
Next: აჭარაში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა – მედია

აჭარა თაიმსი ივნისი 15, 2026
mezgvauri, zgva_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

ოჯახი მეხუთე დღეა გაუჩინარებულ მეზღვაურს ეძებს

აჭარა თაიმსი ივნისი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

„Astoria Grande“ ბათუმში ბრუნდება – წლის ბოლომდე სოჭიდან 10 კრუიზი იგეგმება

აჭარა თაიმსი მაისი 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 22, 2026
ქალაქებში მოსახლეობა იზრდება, სოფლებში კი მცირდება – საქსტატის 2024 წლის აღწერის შედეგები ცნობილია xalxi_.ajaratimes.ge
  • საქართველო

ქალაქებში მოსახლეობა იზრდება, სოფლებში კი მცირდება – საქსტატის 2024 წლის აღწერის შედეგები ცნობილია

ივნისი 22, 2026
საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის მიუხედავად, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის მიუხედავად, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ივნისი 22, 2026
აჭარის პროკურატურა აცხადებს, რომ სულხან მესხიძეზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

აჭარის პროკურატურა აცხადებს, რომ სულხან მესხიძეზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

ივნისი 22, 2026
პატიმრებს კვლავ აშიშვლებენ, აქციებზე დაკავებულთა ნახევარზე მეტი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – სახალხო დამცველი aqcia batumshi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პატიმრებს კვლავ აშიშვლებენ, აქციებზე დაკავებულთა ნახევარზე მეტი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – სახალხო დამცველი

ივნისი 22, 2026
მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ saskolo formebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ

ივნისი 20, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 22, 2026
ქალაქებში მოსახლეობა იზრდება, სოფლებში კი მცირდება – საქსტატის 2024 წლის აღწერის შედეგები ცნობილია xalxi_.ajaratimes.ge 2
  • საქართველო

ქალაქებში მოსახლეობა იზრდება, სოფლებში კი მცირდება – საქსტატის 2024 წლის აღწერის შედეგები ცნობილია

ივნისი 22, 2026
საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის მიუხედავად, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა medroshe, zurab chavchanidze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

საპროცესო შეთანხმების მოთხოვნის მიუხედავად, ზურაბ ჭავჭანიძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ივნისი 22, 2026
აჭარის პროკურატურა აცხადებს, რომ სულხან მესხიძეზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს sulkhan meskhidze_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

აჭარის პროკურატურა აცხადებს, რომ სულხან მესხიძეზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

ივნისი 22, 2026
პატიმრებს კვლავ აშიშვლებენ, აქციებზე დაკავებულთა ნახევარზე მეტი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – სახალხო დამცველი aqcia batumshi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

პატიმრებს კვლავ აშიშვლებენ, აქციებზე დაკავებულთა ნახევარზე მეტი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს – სახალხო დამცველი

ივნისი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.