შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია 1977 წელს დაბადებული მოლდოვის მოქალაქე ი.კ.
უწყების ცნობით, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სარეალიზაციოდ დაფასოებული 61 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს. გარდა ამისა, დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



